რუმინეთი, ესპანეთი და ბელგია დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მსოფლიოს თასზე რუსეთი დაუშვეს!

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ ვერდიქტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ნატურალიზების წესების დარღვევის გამო რუმინეთი, ესპანეთი და ბელგია დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ.

სპეციალურად შეკრებილმა სადისციპლინო კომიტეტმა მოთამაშეთა ნატურალიზაციაში დარღვევები გამოავლინა, რომლებიც ვერც ერთმა ამ სამი სარაგბო კავშირიდან ვერ უარყო.

დადგინდა - ესპანეთის და ბელგიის სკანდალური მატჩი აღარ გადათამაშდება.

ევროპიდან მსოფლიო თასზე პირდაპირ მოხვდა რუსეთი, გერმანია კი პლეი-ოფში ბრძოლას იწყებს.

რუსეთი A ჯგუფში ირლანდიასთან, შოტლანდიასთან, იაპონიასთან და პლეი-ოფში გამარჯვებულთან ერთად ითამაშებს, ხოლო გერმანია პლეი-ოფში პორტუგალიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში სამოას დაუპირისპირდება.

აპელაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში მსოფლიო
რაგბი კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
და ჩვენ 2017 წლის ევროპის ჩემპიონები გავხდით ?
rugby
21:09 15-05-2018
1
რა გვესაქმება ჩვენ ამ ფარჩაკებთან, შეგვიშვით თქვე არაკაცებო იქ, სადაც ჩვენი ადგილია. 6 ერი, აი სად ინდა ვიყოთ ჩვენ და და არა ამათთან, სადაურები არიან თვითონაც რომ არ იციან
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული