საქართველოს 7-ქალა ნაკრები საფრანგეთში ორ ტურნირზე მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ, გამთენიისას საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც ერთი კვირა დარჩება და ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

პირველი ნანსის ტურნირია, რომელიც 19-20 მაისს გაიმართება და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გოგონების მეტოქეები სამხრეთაფრიკული "დელტადრონი", შვედური "სუედ ბლეუ" და ფრანგული "პერიგო" იქნებიან.

პარიზის ტურნირი 22-23 მაისსაა და მისი განრიგი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კონფერენც-დივიზიონისთვის ემზადება, რომელსაც 8-9 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჩვენი გოგონების მიზანი პირველი ადგილის დაკავება და მეორე დივიზიონში აღზევებაა.

საფრანგეთში ჯაბა მალაღურაძეს 14 მოთამაშე
მიჰყავს:

თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარიშვილი, მარიამ გოგუაძე, თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, ლოსანა ფოლადაშვილი, ნათია გავაშელიშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
7-ქალა :-)
0

სიახლეები პოპულარული