პირველი ნანსის ტურნირია, რომელიც 19-20 მაისს გაიმართება და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გოგონების მეტოქეები სამხრეთაფრიკული "დელტადრონი", შვედური "სუედ ბლეუ" და ფრანგული "პერიგო" იქნებიან.
პარიზის ტურნირი 22-23 მაისსაა და მისი განრიგი ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კონფერენც-დივიზიონისთვის ემზადება, რომელსაც 8-9 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჩვენი გოგონების მიზანი პირველი ადგილის დაკავება და მეორე დივიზიონში აღზევებაა.
საფრანგეთში ჯაბა მალაღურაძეს 14 მოთამაშე
თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარიშვილი, მარიამ გოგუაძე, თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, ლოსანა ფოლადაშვილი, ნათია გავაშელიშვილი.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით