11:52 23-06-2018
იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.
მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა. მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.
იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.
შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ, 2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.
მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ნახეთ ცანაწერი ტავიდან და ნახავთ რამდენჯჯერ დააგდეს ბურთი - სირცხვილია
1. ბურთს ვერ იჭერენ ხელში
2. პასს ვერ აკეთებენ
3. ვერ დარბიან
4. ბურთზე ორიენტაციია არ უვარგათ
5. ყოველ თამაშზე 1-3 მოთამაშე სინბინდება - გავაგრძელოთ?
და ეს ელემეტების წამყვან მოთამაშეს ნაკრებში უნდა ასწავლოს მწვრთელმა? ეს ბავშვობაში უნდა უნდა ესწავლათ ახლა უკვე გვინაა,,,
თავის მოტყუებაა ამ პრობლემის ნაკრების მწვრთნელზე გადაკისრება და იგივე შედეგს მივიღებთ ვინც არ უნდა მოვიწვიოთ.
ბევრად დამაჯარებლები, აგრესიულები და ჯიგრიანები ხო იყვნენ?
ბევრად ნაკლები შეცდომები ხო მოსდიოდათ?
ეხლა ხომ გვაქვს რეგრესი?
ე.ი რაღაცა ხდება ცუდი ხო, 1 წელიწადში ხო არ დაავიწყდათ თამაში. რაღაც სხვაშია საქმე.
ის ახალი მწვრთნელი ამით უნდა დაკავდეს?