11:52 23-06-2018
იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.
მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა. მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.
იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.
შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ, 2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.
მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მშრალი ანგარიშით მარცხი იაპონიასთან კი არა, ზელანდიასთანაც კი მიუღებელია. კოლელიშვილს საერთოდ რა უნდა ნაკრებში, არ მესმის. მუშტების ქნევის მეტი ვერაფრით გვამახსოვრებს ხოლმე თავს…. მწვრთნელზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ სანახაობრივად ჩვენი ნაკრების თამაში არ ვარგა.
თუკი რამე პრეტენზია გვაქვს 6 ერზე, მხოლოდ მომდევნო თაობებისთვის. ცალსახაა, რომ ეს ნაკრები ვერ ქაჩავს 6 ერის დონეზე და იაპონიაზეც ერთი თავით დაბლაა. გორგოძის არ იყოს, სანამ ოკეანეთის გუნდებს და იაპონიას პირწმინდად, რუმინეთივით არ დავჯაბნით ხოლმე, მანამდე უაზრობაა 6 ერზე ლაპარაკი.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა ასწავლოს ბურთის ხელში დაჭერა (პასზე არარაფერს ვამბობ).
სირცხვილია და პრობლემას ნაკრების მწვრთნელში ვეძებთ?
სხვა რომ მოვა ბურთის ხელში დაჭერა უნდა ასწავლოს?
დღევანდელი მოთამაშეები არ არიან საერთაშორისო დონის , -ბურთი მაინც ხომ უნდა შინარჩუნონ, ეს ელემენტარული უნდა ასწავლოს ჰეიგმა 25-30 წლის მოთამაშეს?
სხვა რომ მოიწვევთ ის იმან ასწავლოს? ნაკრებია შესაცვლელი და არა მწვრთნელი