11:52 23-06-2018
იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.
მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა. მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.
იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.
შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ, 2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.
მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
(საიტს) პრესკომფერენცია საინტერესო იქნებოდა. გუნდს მგონი ლიდერი სჭირდება.
ილუზიაში არის ყველა ვინც ფიქრობს, რომ დღევანდელი ქართული რაგბი უფრო განვითარებულია ვიდრე იაპონიის, ფიჯის ან იტალიის.
კი, შეიცვლება, მაგრამ დღეს ასეა
გაფხიზლდით ხალხო, რეალობას შეხედეთ სად იტალიის ეროვნული საკლუბო დონე და სად ჩვენი.
თუ მოვიგეთ მაგარი იქნება, მაგრამ ილუზიებს ნუ ვქმნით
კაცს აქვს სიკეთე გაკეთებული ქარული რაგბის წარმატებისთვის და ულტიმატუმის წაყენებას ითხოვთ?
ერთა თასზე არანაირ ექსპერიმენტს აზრი არ აქვს.ნებისმიერი შემადგენლობით დავამარცხებთ ჩვენზე სუსტ გუნდს. ზაფხულის ტესტები ამისათვის ზედგამოჭრილი იყო. რათქმაუნდა უქულო მარცხი მტკივნეულია,თუმცა ბიჭებზე და მწვრთნელზე ცუდის თქმა არ არის სწორი. რომც იყოს მელიტონა გასაშვები მაგისი დრო ეხლა უკვე აღარ არის. ვენდოთ ამ კაცს და ვენდოთ ჩვენ ლომებს,დარწმუნებული ვარ ეს თაობა თავის სათქმნელს იტყვის მსოფლიოზე.