11:52 23-06-2018
იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.
მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა. მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.
იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.
შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ, 2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.
მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ წლების წინ ირლანდია, ზელანდია, შოტლანდიაც კი ვერ გვიდებდა ასე იოლად ლელოებს. ნულზე ბოლოს როდის დავმარცხდით, ვინმეს გახსოვთ? ჰეიგი არის სუსტი მწვრთნელი! მითხარით, სად ქონდა კარიერა და რა შედეგები ქონდა ჩვენთან მოსვლამდე? პირიქით, კარიერა აქ გაიკეთა და გახდა ცნობადი, ვინაიდან საქართველოს დარ ძლიერ გუნდს ხელმძღვანელობს წლებია! გასაშვებია! შესაცვლელია ის მორაგბეებიც, რომლებბსაც თავი ლომუ გონიათ და დადიან თვითკმაყოფილი სახეებით! ფედერაციავ, დროზე ვუშველოთ ჩვენს ერთადერთ და ნამდვილ გუნდს! გუნდს, რომელიც ერთადერთი ნათელი და პოზიტიური წერტილი იყო ჩვენი ქვეყნის დაქცეულ ყოფიერებაში!