იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
კოლელიშვილს რა სჭირდა?კონტაქტშიც და ბურთაობაშიც ბურთი უვარდებოდა ასევე ხაზგასასმელია ჩვენი სამწვრთნელო შტაბის შეცდომები ექსპერიმენტი ამოვიდა ყელში თუ მაინც ეგ უნდოდათ 20 წლანდელებიდან წამოეყვანათ ვინც კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა იტალიასთან თამაშამდე 5 თვეა თუ არ გამოსწორდა შეცდომები დაგვამხობს თავზე ბურთს ეს თამაში დიდი ალბათობით მილტონისთვის გადამწყვეტია თუ მოვიგებთ დატოვებენ თუ არადა უდიდესი ალბათობით უნდა წავიდეს დიდად მადლიერია ქართველი ერი მისით მაგრამ....ასევე ჩვენი ნაკრების მწვრთნელად უმჯობესია მაისურაძე დავნიშნოთ რომელმაც პატარა ბორჯღალოსნებს სკოტებთან ირლანდიელებთან და იაპონელებთან მოაგებინა.
ვაკო
23 ივნისი 2018 13:39
4
ეეეჰ ფიჯის კუნძულებზე(სურათები მაინც ნახეთ რა ადგილებია)რომ მოხვდება კაცი თანაც ქართველი ის ვარჯიშზე და დისციპლინაზე იფიქრებს და იზრუნებს? გაილაღეს ალბათ ბიჭებმა... ჰოდა იაპონიამ გაილაღააააა...
ქართველი
23 ივნისი 2018 14:08
1
ძალიან ცუდად ითამაშეს, თითქოს პირველად ითამაშეს ერთად როგორც გუნდმა. ფეხბურთის თამაში თუ უნდა ვასკას გადავიდეს ფეხპურთზე. ყველა ხარვეზი გამოჩნდა დღეს. ვერც შერკინება დგება კარგად და ხაზი ხომ სულ არასწორად დგას. Eს პოტინობა როდის დაიწყეს 'ზახვატის" გაკეთების დროს ეგ მაინცე ეხერხებოდათ. გორგოძე დაბრუნდი!!!
niko
23 ივნისი 2018 18:08
1
სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო საქართველო მართლაც ნოლი იყო ამ თამაშში და შედეგიც ადეკვატური იყო. ექსპერიმენტებით ამის გამართლება არ შეიძლება, სამსოფლიოჩემპიანოტოდ გუნდი უკვე დაყენებული უნდა იყოს და იხვეწებოდეს ეს კი სრული აბდაუბდა იყო რაც მოედანზე ხდებოდა. ახალი მწვრთნელია მოსაძებნი სანამ კიდე დროა. ჰეიგს კი მადლობა შესრულებული სამუშაოსთვის და უნდა დავემშვიდობოთ.
irakli81
23 ივნისი 2018 14:57
3
ადრეც არაერთხელ დამიწერია და ახლაც ვიმეორებ. საქართველოს ნაკრებმა თავისი თავი დიდი ხანია ამოწურა იმ დონეზე, რა დონეზეც ის თამაშობს. მხედველობაში მაქს,ევროპა რაგბი. მეორე ეშელონში ჩვენი დონის მეტოქე ფაქტიურად აღარ გვყავს. შესაბამისად მოტივაცია და ინტერესი ფერმკლთალდება. თუ იცი რომ საბოლოო მიზანი არ გაქვს, ყველაფერი აზრს კარგავს. მოხდება სსწაული და გაფარდოვდება ექვსი ერი, კი ბატონო, გვეშველება, არ გაფართოვდება და კიდევ უფრო უკან წავალთ და სხვა,ჩვენზე დაბალი დონის გუნდებიც გადაგვასწრებენ.თუმცა პესიმისტი ვარ!!!!
giga
25 ივნისი 2018 16:34
1
მილტონას უნდა დავემშვიდობოთ და მოვნახოთ უფრო მაღალკვალიფიციური მწვრთნელი.
status quo
23 ივნისი 2018 18:08
8
მწვრთნელის ხარვეზი (თუკი იყო) ამ შემთხვევაში არ არის მტავარი პრობლემა. ნუ მოვიტყუებთ თავს.
რაგბის თამაშის კულტურა ჩვენში პირველად ჩნდება ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო ეს თაობა მხოლოდ მებრძოლია და უკვე ძნელია მათი გარდაქმნა.
იცოცხლე, კარგია უკეთესი მწვრთნელი მაგრამ ამ შემადგენლობით პრობლემები ვერ გამოსწორდება (ვეტერანებიი ვეღარ გარდაიქმნებიან - რაც იციან იგივეს ითამაშებენ).
თუ არა და აგერ ვნახავთმ მოვიწვევთ ახალ მწვრთნელს და იგივე პრეტენზიები გვექნება.
გიორგი
23 ივნისი 2018 16:37
2
შარშან გორგოძე რომ წავიდა ნაკრებიდან მოულოდნელად, ეჭვი გამოვთქვი რომ დაღლილობა არ იყო რეალური მიზეზი და რომ რაგბისტებს გასახდელში მომხდარი არ გამოაქვთ სააშკარაოზე თორემ რაღაც მთლად ჯანსაღად არ უნდა ყოფილიყო. 1 წელი გავიდა იმის შემდეგ და სახეზეა რა მდგომარეობაშიც არის ნაკრები მინიმუმ 15 წელზე მეტია არ ყოფილა. წაგებაზე არ ვსაუბრობ, თამაშია და ან წააგებ ან მოიგებ, მაგრამ თამაში გაქრა, ჟინი გაქრა, გუნდის ერთსულოვნება არ ჩანს და მოედანზე ბიჭები დაქსაქსულები არიან :((( ასეთი უკუსვლა თავისით ვერ მოხდებოდა, მიზეზი აქვს აუცილებლად და ეს მიზეზია დროზე დასადგენი რომ დროულად ეშველოს.
???
23 ივნისი 2018 16:17
2
არაუშავს 21 წლამდელების იმედიმაქ მე
.
23 ივნისი 2018 15:20
3
მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ყველა სპორტის სახეობაში ჩემი ქვეყნის გუნდებსა და ნაკრებებს ვგულშემატკივრობ,ახლა რაც შეეხება ქართულ რეგბს და საერთოდ მსოფლიო რეგბსაც,პირველი ჩვენი ვაი და უი არის ის,რომ ზოგიერთები რეგბს საქართველოში N1-ელ სპორტის სახეობად მიიჩნევენ,რაც არის დიდი შეცდომა და უმეცრება,მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტის N1-ლი სახეობა არის ფეხბურთი და ეს აქსიომაა,მათ შორის საქართველოშიც,გასაგებია,რომ აგერ უკვე 40-ი წელია ქართული ფეხბურთი კრიზისშია,მაგრამ ყველაფერი დროებითია,ეს ყველაფერი გამოსწორდება მაშინ,როცა საქართველო შეუერთდება სხვა ქვეყნის ძლიერ ჩემპიონატს და ქვეყანაში იქნება ეკონომიური წინსვლა,როცა ეს დრო დადგება ქართული ფეხბურთიც დაიწყებს აყვავებას.რაც შეეხება რაგბს,ამ სპორტით,სერიოზულ დონეზე დაკავებულია მხოლოდ 9 ქვეყანა,მხოლოდ და მხოლოდ,შემდეგ მოდიან მეორე ეშელონის გუნდები:იაპონია,ფიჯი,სამოა,ტოგო,საქართველო,რუმინეთი,რუსეთი,კანადა და აშშ.მორჩა,სხვა ქვეყნები უკვე რეგბს აღარ,თუ ვეღარ თამაშობენ.აგერ უკვე 25-თი წელია ჩვენ მივაღწიეთ იმ დონეს,რაშიდაც დღეს ვართ,ე.ი უშანსოდ ვაგებთ ბობოლებთან,ხოლო რუმინეთს,ტოგოს,რუსეთს,თითქმის ყოველთვის ვუგებთ,ხოლო აშშ,კანადას,სამოას,ფიჯის ხან ვუგებთ,ხან ვაგებთ,ხოლო იაპონიასთან თითქმის ყოველთვის ვაგებთ.ეს არის ჩვენი ნადვილი სახე დღესდღეობით.სხვა მსჯელობა,არის მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება და მეტი არაფერი.ასევე მინდა სკეპტიკოსებს უთხრა ფეხბურთის შესახებ:თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება,ენას ძვალი არ აქვს,მითუმეტეს დემოკრატიის პირობებში,მაგრამ რეალობა აქაც სხვაა,ფეხბურთი საქართველოშიც და მთელ მსოლიოშიც არის N1-ლი სპორტის სახეობა და აქვე მინდა დავამატო,ის რომ:არცერთ სხვა სპორტის სახეობას არ შეუძლია ისეთი სიხარულის და ემოციის მოცემა,რაც შეუძლია ფეხბურთს.გაუმარჯოს ფეხბურთს და უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს,ეს შეჯიბრი ყველაფერზე გაგცემთ პასუხს.
roma
23 ივნისი 2018 12:59
30
ყველა, ვინცადრის ერთმანეთს ქართულ რაგბის და ფეხბურთს, არის გონებრივი იმპოტენტი. განა შეიძლება დედას ერთი შვილი უYვარდეს და მეორე სძულდეს? ამოვიდა უკვე ყელში ამ უაზრო ბჟუტურის მოსმენა.
რაც შეეხება დანომვრას, პირველი რომელია? მეორე და ოცდამეთვრამეტე, ეგ Yველას პირადი საქმეა. თუ ფეხბურთი მიგაჩნია უალტერნატივოდ, წადი და წერე ფეხბურთზე. აქ შემოსვლას გაზალებს ვინმე?
irakliy
23 ივნისი 2018 14:49
2
შენ დალაგებული ხარ? ფეხბურთი თუ არის შენთვის N 1 სპორტი იყოს, ვინმე გაძალებს რამეს? აქ ვინც ვართ ჩვენთვის რაგბია N 1 სპორტი, თუ არ ეთანხმები ამას, წადი გაიარე და უგულშემატკივრე საქართველოს ჩემპიონატს და ფეხბურთის "ეროვნულ" ნაკრებს, საერთოდ რო სხვაგან მოხვდი ვერ ხვდები ხო ?
zura
23 ივნისი 2018 14:37
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული