იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
რა მწვრთნელი ხალხო ზრდასრული მოთამშეები, ნაკრების წევრსბი ბურთს ძირს აგდებენ ყოველ მომენტში!
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა ასწავლოს ბურთის ხელში დაჭერა (პასზე არარაფერს ვამბობ).
სირცხვილია და პრობლემას ნაკრების მწვრთნელში ვეძებთ?

სხვა რომ მოვა ბურთის ხელში დაჭერა უნდა ასწავლოს?
ზაზა
23 ივნისი 2018 14:00
2
მე არ მაახსენდება ჩვენს ბიჭებს ნულზე წაეგოთ თამაში. როდისმე ყოფილა ასეთი შემთხვევა? იქნებ ვინმემ გვამცნოს? მადლობა..
lukako
26 ივნისი 2018 12:42
0
1999 წელს ირლანდიასთან წავაგეთ 0-70.მსოფლიოს შესარჩევზე.
სოსო
27 ივნისი 2018 22:32
0

სიახლეები პოპულარული