rugbypass.com. იტალიელთა მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ გაღიზიანებულია

AutoSharing Option
და ჰა, ახლოვდება იტალიასთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნანინანატრი მატჩი, რომლის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ბორჯღალოსნების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება rugbypass.com-თან ინტერვიუში ვერ დამალა.

როგორც იცით, ექვს ერში იტალიის ნაკრები მუდამ აუტსაიდერია და სულ უფრო და უფრო ხშირად მიდის საუბრები ამ ტურნირის რეფორმაზე და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგია ო'ში.

ის ამბობს, რომ იტალიური რაგბი პროგრესირებს, იაპონია დაამარცხეს და არავის უნდა დაინახოს, რომ ქართველებმა ამომავალი მზის ქვეყნის გუნდთან 0:28 წააგეს.

მისი მტკიცებით, ბევრ სათამაშო კომპონენტში ძალიან მოუმატეს
და წინსვლა ყველა ასაკობრივ ნაკრებში სახეზეა.

იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი დიდ იმედებს ამყარებს მუხლზე ნაოპერაციევ 35 წლის სერჯიო პარიზზე და ამბობს, რომ მსოფლიოს თასზე ის გაიბრწყინებს, მათი გუნდის ექვსი ერის დატოვება კი აბსურდია და ამაზე ლაპარაკი სისულელეა.

იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 10 ნოემბერს ფლორენციაში ჩატარდება.

altდავით კაჭარავამ ტრავმა მიიღო და ორი თვე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 35 /
როგორც ვიცით რაგბის სამყაროში ერთა ლიგის ფორმატმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და 2020 წლიდან ანალოგიური ტურნირი რაგბშიც აიღებს სტარტს. აქედან და იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ რაგბის გეოგრაფია საკმაოდ სწრაფად იზრდება და ეს განსაკუთრებით ევროპაშია შესამჩნევი, ერთ მშვენიერ დღეს 6 ერის მხოლოდ კომერციული მხარე დაკარგავს აზრსაც და კომერციულ ფაქტორსაც, მისი არსებობის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება წმინდა სპორტული და სანახაობრივი პრონციპები. ეს სავარაუდოდ უახლოესი 2-3 წლის საკითხია. ამიტომ საჭიროა ჩვენ შევინარჩუნოთ დომინანტი პოზიცია არამხოლოდ ევროპაში (6 ერის გარეთ ვგულისხმობ) არამედ რეიტინგში მახლობლად მყოფ ნაკრებებს შორისაც. მესვეურთ, რომელთაც არ სურთ 6 ერის ფორმატის შეცვლა, არ უნდა მიეცეთ რაიმე არგუმენტის წამოყენების შესაძლებლობა. თუნდა აი ასეთის რაც ამ კაცმა თქვა - იაპონიას ჩვენ მოვუგეთ, ქართველებმა კი მათთან ამხელა სხვაობით წააგესო. თითქოს ძალიან სასაცილო და ბავშვური საკითხია არა? ამ ერთი წაგებით ხომ არაფერი მტკიცდება? მაგრამ, ეს ჩასაფრებულის პოზიციიდან საკმაოდ ძლიერი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად თუ ვინ უფრო ძლიერია. საერთოდ როდესაც რამეს ამტკიცებ და მით უმეტეს თუ ეს ხდება სპორტის სამყაროში, არაფრით არ უნდა დაკარგო კონცენტრაცია ერთი წამითაც კი. მითუმეტეს თუ ასეთი ჩასაფრებული ხალხით ხარ გარშემორტყმული ჩაკეტილ წრეში. არ უნდა წააგო რეიტინგში შენს სიახლოვეს მყოფ გუნდებთან და მინიმუმ ერთი თავით მაღალი უნდა ჩანდე მათზე. იტალიასთან თამაშს რაც შეეხება - ჩემი აზრით ძალიან რთული იქნება. რაღაც ასპექტებში ჩვენ გვექნება უპირატესობა, უმეტესში კი მათ. უბრალოდ ბიჭებმა უნდა გაითავისონ ის, რომ ეს მათი თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რომელსაც შესაძლოა ისეთი შედეგები მოჰყვეს ქართული რაგბისათვის, რომ თითოეული მათგანი ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი თამაშით გაიხსენონ...
ანესთეზეოლოგი
02 ოქტომბერი 2018 10:32
0
ყოველი ჩვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ლომები სრულად დაიხარჯებიან და თავდადებით ითამაშებენ. არავითარ შემთხვევაში პრესში არ უნდა ვამყოფოდ ისინი, რომ ზედმეტად არ ინერვიულონ და სრულ დისიპლინაზე დამყარებული ლაღი თამაში აჩვენონ. ყველას კარგად გვესმის ამ შეხვედრის მნიშვნელობა, მაგრამ თუ ისეთივე მონდომებით ითამაშებენ, როგორ უელსთან, გინდაც წააგონ მათ არავინ გაკიცხავს. დღესაც მაკანკალებს იმ თამაშის გახსენებაზე.
emigranti
11 ოქტომბერი 2018 16:26
0
რბილად რომ ვთქვათ გაგვიჭირდება! ტრავმირებულნი არიან კაჭარავა, მიქაუტაძე და ასეიშვილი. სავარაუდოდ ვერ ითამაშებენ თხილიშვილი, ჩილაჩავა და შარიქაძე. ესენი რა ძალაა ჩვენი გუნდისათვის ყველას გვესმის, ისინი უბრალოდ ძირითადის მორაგბეები კი არა გუნდის ლიდერები არიან. მთელი მსოფლიოს სარაგბო თემი იჩენს ამ თამაშზე ინტერესს და მათთვის სულაც არ არი საინტერესო გვყავს თუ არა მწყობრში გუნდის ლიდერები, შედეგი აინტერესებთ იტალია-საქართველო. ჯანდაბა!!! რა ცუდ დროს დაგვემთხვა ეს ტრამვიანობა. ((( იქნება დაბრუნდეს გორგოძე ორი თამაშისთვის ნაკრებში (ერთი იტალიასთან და ერთის თბილისში გამოსათხოვარი), ფორმაშია მგონი და ფიზიკურს რომ თავი დავანებოთ ამ ტრამვიანობისას სერიოზული ფსიქოლოგიური თანადგომა იქნება ჩვენებისათვის. არადა აგერ იტალიელთა ლიდერი სერჯიო პარისე 35 წლისაა და არც ტრავმები უვლიან გვერდს.
ბს
02 ოქტომბერი 2018 10:51
0
ისე არა მარტო ჩემი მთელი ერის თხოვნა იქნება ჩვენს უდიდეს მორაგბესთან (გორგოძე) 2თამაშიც რო ითამაშოს და ისე დაემშვიდობოს ნაკრებს ეს იქნება გენიალური და აი ამ დროს უკვე საკმაოდ დიდი შანსი გვექნება იტალიასთან მამუკას თამაში იტალიასთან ყველა მორაგბეს დაეხმარება ფსსიქოლოგიურადაცც ,,,
fanati
11 ოქტომბერი 2018 02:29
0
ძალიან გულდასაწყვეტია რომ ესეთი ჯახის წინ ნაკრების ამდენი წანყვანი მოთამაშეა დაშავებული. მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ბიჭები ვინც მოედანზე გავლენ არაფერს დაიშურებენ წარმატებისთვის. თუმცა არც ამხელა მნიშვნელობის მინიჭება ღირს ამ თამაშისთვის და ამით ბიჭების ზედმეტი ფსიქლოგიური წნეხის ქვეშ მოქცევა. ვფიქრობ, რომ არც ამ ერთი მოგებით გავფრინდებით კოსმოსში და არც მარცხი იქნება ტრაგედია. მთავარია დიდი ანგარიშით არ დავმარცხდეთ და არ ჩავვარდეთ იმ სიტუაციაში, რომ ამდენი ბაქი-ბუქის მერე კაი ხანი ხმა აღარ ამოგვეღებოდეს.
ლევანი
02 ოქტომბერი 2018 12:45
0
ზუსტად 10 ნოემბერს ტალახადზის გამოსვლაა მსოპლიოზე..2 სასცაული გვინდა 10 ნოემბერს
treneri
02 ოქტომბერი 2018 10:59
0
ტალახაძე რომ დავაყენოთ შერკინებაში ვითომ ვერ გაქაჩავს? :))
gio
02 ოქტომბერი 2018 15:18
0
წინა ტესტებზე თუ გახსოვთ რა თამაშს აჩვენებდა არგენტინა და აბა ეხლა შეხედეთ როგორ თამაშობენ. ეგრე იქნება ჩვენ შემთხვევაშიც. ძალიან მაგარი თაობა მოდის და სრულფასოვნადაც შეცვლიან ტრავმირებულებს.
ის
02 ოქტომბერი 2018 14:21
0
ძალიან არ მსიამოვნებს იმაზე ფიქრი,რომ ამჟამინდელი საქართველოს ნაკრები დამარცხდება იტალიის ნაკრებთან,მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე იქნება.დარწმუნებული ვარ,რომ მსაჯიც მათ მიემხრობა(ჩვენს გასაჩუმებლად).
გიოშა
02 ოქტომბერი 2018 20:12
12
უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ წავაგებთ, რეალურად ვამბობ ემოციების გარეშე. ჩვენებს ვავარდნა აქვთ, აშკარაა მწვრთნელი ადგილზე გაიყინა ვერაფერს მატებს გუნდს.ახალი მწვრთნელი გვინდა რომელიც არ მოყავთ. სვანიძე არაა ცუდი მარა აზრზე არაა რას ერჩოდნენ ნიჟარაძეს. ცუდ დროს ვეთამაშებით. მოკლედ დიდი იმედია ვცდები მაგრამ არ ვართ ჩვენ მაგათი იტალიაში მომგები ამ გუნდით
ნოშრევან
02 ოქტომბერი 2018 10:48
7
მე ვერ ვხვდები გაწევ-გამოწევა რატომაა. ჩვენ რომ დაგვიმატონ, 7 ერად რომ გადაკეთდეს და არავინ არ გავარდეს არ შეიძლება?
შვიდი
02 ოქტომბერი 2018 11:55
0
არ უნდათ და არც აწყობთ არანაირი თვალსაზრისით განსაკუთრებით ბრიტანელებს.კომერციული თვალსაზრისით არანაირად არ არის მომგებიანი და პრაქტიკულად კი ერთ_ორ სპარინგს გამართავენ შერკინებაში და ეგ არის.ჩვენ საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს კი ვაკეთებთ,მაგრამ ამის საპასუხოდ მოჰყავთ შოტლანდიასთან მარცხი. მითუმეტეს ბოლო ტესტ-მატჩებში აშკარად გაგვიჭირდა ყველასთან,განსაკუთრებით იაპონიასთან. თან ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის და ჯერჯერობით რეალურად არც მზად არა ვართ. რა თქმა უნდა პრეტენზია სამართლიანად გვაქვს, მაგრამ ამას დრონდა გამოცდილება უნდა
გგგ
05 ოქტომბერი 2018 16:59
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული