მილტონ ჰეიგი - იტალიასთან მატჩზე: მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის მილტონ ჰეიგის საუბარი შემოგვთავაზა. ის მომავალ შეხვედრაზე და ქართველების მებრძოლ ხასიათზე ლაპარაკობს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ხალხი ალბათ, იტყვის, რომ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც პრინციპში სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და მენტალური კუთხით ზედგამოჭრილია.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქამს, ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

მსმენია ფრანგი
მოგზაურის ჟაკ დე ვილამონის შესახებ, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, უხასიათოდ იყო, ხოლო თუ ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.

აქედან გამომდინარე, ნათქვამი: "ბრძოლაში ბედნიერი", ნამდვილად გვიხდება და ეს მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ და როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებოდით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლება და არც პრობლემა არ არის. ამას ჩვენს უპირტესობად ვთვლი.

აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!"

მკითხველის კომენტარები / 39 /
იბერიელი გლადიატორები რომში მოდიანთქო, გადაეცით რომაელებს.
Maximuss
02 ნოემბერი 2018 06:00
4
გონიერი კაცი და განათლებული რომაა ფაქტია.
გიორგი
02 ნოემბერი 2018 16:38
0
Rogori angarishitac ar unda damtavrdes es tamashi me mainc amayi viqnebi tqvenit bichebo!!! Darwmunebuli var 1000% mets gaaketebt vidre shegidzliat. Me vamayob tqvenit! Wiiin saqartvelooo chveni dro dadga msoflios davanaxot ra shegvidzliaa!
Lasha
02 ნოემბერი 2018 06:51
1
ამბობს "ჩვენ" და არ ამბობს "ისინი ქართველები" და ეს ძალიან დასაფასებელია.


WTF
02 ნოემბერი 2018 15:05
0
ვენაცვალე ამ კაცს ესე ნეტავ ბერვი ქართველი ფიქრობდეს ასე და აუცილებლად წინ წავა არამარტო რაგბი არამედ ქვეყანა!!!
bibi
02 ნოემბერი 2018 12:00
2
ამ თაშს მოვიგებთ და მელიტონას დამსახურებაა..ის იაპონია ფიჯისთან მარვხი ზუსტად იმ სტრატეგიის ნაწილია თუ როგორ მოუგო იტალიას..იჯდნენ ეხლა იტალიელები და შიფრონ როგორ თამაშობს ნაკრები...ზოგჯერ ჯობია უკან გადადგა ორი ნაბიჯი რათა გაიქცე ..მელიტონ ვაფასებ შენს შორსმჭვრეტელობას ..ეს ნაკრები სულ სხვა საქართველოს ნაკრებია...ეს სულ სხვა თამაში იქნება...ბრძოლაში არის ბედნიერება.....სისხლი მიდუღს..ღმერთი გვფარავდეს დრო მალე გადის და ხვალე კიდევ ერთხელ დაიშლება რომის იმპერია სტადიონზე
შიო
02 ნოემბერი 2018 14:43
2
ძალიან გააზრებული ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ, ჰეიგს არ შეეშლება! ამ მატჩამდე დიდი გზა გაიარა ჩვენმა ნაკრებმა, ეხლა უმთავრესი თამაში გველის, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვიტავს, პირველ რიგში სარაგბო სამყაროს დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ!
მერაბი
02 ნოემბერი 2018 15:18
0
ეგ ისტორიები ზეპირად ვიცით
მილტონ შენ ის გვითხარი--მოესწრო თუ არა ჩვენი შესუსტებული შერკინების გაძლიერება??
ჩვენი ამბოლიდროს დაგროვებული ბევრი ხარვეზის აღმოფხვრა??
ამაზე გვესაუბრე კაცოო :)
მახო
02 ნოემბერი 2018 09:50
22
მარტო ამ კაცის გამო უნდა მოიგონ ეს თამაში. რაც მილტონ ჰეიგი საქართველოს 6 ერში მოსახვედრად ეწევა პროპაგანდას, ვინმემ ხომ არ უნდა უთხრას ნიშნის მოგებით რას წვალობდიო.
კოტე
02 ნოემბერი 2018 14:34
0
გაჭირდება მოგება, მაგრამ ჩემი ლომების იმედი მაქ, თავს არ დაზოგავენ ამაში დარწმუნებული ვარ.
გულშემატკივარი
02 ნოემბერი 2018 12:58
0

სიახლეები პოპულარული