Rugbypass.com: 4 დებიუტანტი ქართველი მორაგბე, ვისაც ნოემბერში უნდა დააკვირდეთ

AutoSharing Option
ნოემბერში საქართველოს ნაკრები სამ მატჩს გამართავს იტალიის, სამოას და ტონგას წინააღმდეგ.

სარაგბო პორტალი Rugbypass.com-ი საქართველოს ნაკრების 34-კაციანი განაცხადიდან 4 დებიუტანტს გამოარჩევს და მკითხველს მათ შესახებ უყვება.

სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ნაკრებმა 34-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელთაგანაც უნდა შეირჩეს ის მოთამაშეები, რომლებიც მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

გუნდი საფრანგეთშია დაბანაკებული, საიდანაც ფლორენციაში გაემგზავრებიან და 10 ნოემბერს იტალიის ნაკრებს არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან - მატჩი ერთგვარად ექვსი ერის პლეი-ოფა
დაც შეგვიძლია განვიხილოთ.

მათ ასევე ორი საშინაო ტესტი აქვთ: სამოასთან 17 ნოემბერს ავჭალის სტადიონზე და 24 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ოთხ დებიუტანტს:

გურამ გოგიჩაშვილი
ის იმ თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც საქართველოდან სათამაშოდ საზღვარგარეთ წავიდა. 116-კილოგრამიანმა გოგიჩაიშვილმა სახელი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაითქვა. ის "რასინგ 92"-ის წევრია და TOP 14-ში დებიუტი "აჟენის" წინააღმდეგ 8 სექტემბერს ჰქონდა, ზუსტად 4 დღის შემდეგ მისი მე-20 დაბადების დღიდან. "რასინგის" შემადგენლობაში ჩემპიონთა თასის ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

თედო აბჟანდაძე
მფრინავი, რომელმაც გარკვეული პერიოდი "ტერენურის" 20-წლამდელთა გუნდში გაატარა, იმ საქართველოს ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდია ანგარიშით 24:20 დაამარცხა.

ამის შემდეგ მან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც თქვა: "აბჟანდაძე იმაზე გამოცდილივით თამაშობს, ვიდრე სინამდვილეშია. ის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, აკონტროლებს ხალხს, ვინც მის წინ არის, რაც ძალიან დიდი პლუსია ასეთი ასაკის მოთამაშისთვის და ხაზშიც კარგად უტევს". თედო აბჟანდაძე ქუთაისის "აიას" რიგებში ირიცხება და ამ 19 წლის ბიჭს დიდი პოტენციალი აქვს.

ბექა გიგაშვილი
კიდევ ერთი მორაგბე, რომელმაც კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან დადო და "გრენობლში" თამაშობს. ის კლუბს 2017 წელს ორწლიანი კონტრაქტით შეურთდა, რომელიც შემდეგ 2021 წლამდე გახანგრძლივდა. 26 წლის სპორტსმენს წინა სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ამ სეზონში კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა Top 14-ში.

გრიგოლ ქერდიყოშვილი
შეუძლია 8 ნომრად თამაში. თამაშობდა აშშ-ში, კლუბ "გლენდელ მერლინსში", რომელსაც რეგულარულ სეზონში მაღალი პოზიციის დაკავებაში დაეხმარა. ზაფხულში თბილისში დაბრუნდა და "ლელოში" დაიწყო თამაში, საიდანაც მილტონ ჰეიგმა პირველად გამოიძახა. 

ეს სამი მატჩი, სავარაუდოდ, ოთხი პოტენციური დებიუტანტისთვის ბოლო შანსი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ წელს იაპონიაში მიემგზავრება, მანამდე კი სამ მატჩს გამართავს. სწორედ ამ მატჩებში შეარჩევს საბოლოო შემადგენლობას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი".

altSquidge Rugby: როგორ გადარია რაგბიმ საქართველო? [VIDEO]

მომზადებულია rugbypass.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული