იტალიელები შეცბუნდნენ და ტონი იცვალეს. შარიქაძე - "გაზეტა დელო სპორტს": ვიცით, როგორ მოგიგოთ

AutoSharing Option
იტალიასთან საქართველოს ნაკრების მატჩის წინ პოპულარულმა იტალიურმა "გაზეტა დელო სპორტმა" აღნიშნა, ამ ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ "ბორჯღალოსნებს" 6 ერში მათი ეროვნული გუნდის ადგილის დაკავების პრეტენზია აქვთ და ალბათ, დროა ორგანიზატორებმა  ამ ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზე იფიქრონ.

უნდა ითქვას, მასპინძელთა პირვანდელმა ოპტიმიზმმა სახეცვლილება განიცადა და რეალობის შეგრძნება შეიძინა.

გამოცემამ საქართველოს ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ნაუბარიც შესთავაზა მკითხველს.

"ჩვენი მიზანი მუდამ გამარჯვებაა. კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. პროფესიონალები ვართ და ვიცით, რა ვაკეთოთ.
ზეწოლა ჩვენზე გავლენას არ მოახდენს. მეტოქე კარგად შევისწავლეთ და ვიცით, როგორ მოგიგოთ".

მკითხველის კომენტარები / 17 /
აღარ შემიძლია, რა გაძლებს კიდევ ორ საათს
Irakliy
15:41 10-11-2018
0
თავისუფალ საქართველოს მზეო, კურთხეულო, ამომზიანდი!!! ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონია, დღეს ოქროს მედალს მოვიგებთ ძალოსნობაში, და ბარემ გასამდება კიდეც, მიდით ლომკაცებო, თქვენთან ერთად ჩვენც ვხარჯავთ ენერგიას და ვლოცულობთ,რომ ჩვენი ძალის და ენერგიის ნაწილი გადმოგეცეთ. საქართველო თქვენთანაა, უ ფ ა ლ ი შეგეწიოთ, ა მ ი ნ !!!
გელა 67
15:06 10-11-2018
3

სიახლეები პოპულარული