"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა და მასში ოთხი დებიუტანტია.

წლის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 თებერვალს 16 საათზე, თბილისში, "ავჭალაზე" შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.

დებიუტანტებიდან სამი სასტარტო შემადგენლობაშია - კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ფრთა შალვა აფციაური და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო გიორგი ხაინდრავა თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში კი ბექა შვანგირაძეს, ბექა საღინაძეს და ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.

ღერძზე სასტარტო შემადგენლობაში გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა დადგებიან; ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან; ხოლო მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე იქნება.

პირველი ხაზის მარქაფაში ვანო კარკაძე, ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური არიან; მეორე ხაზში გიორგი ჯავახია შევა; ხოლო მესამეში ილია სპანდერაშვილი. 9 ნომრის შეცვლაზეა მიხეილ ალანია, ხაზს კი ხაინდრავასთან ერთად დავით ნინიაშვილი გააძლიერებს.

შვეიცარიასთან "ბორჯღალოსნებს" ბექა საღინაძე უკაპიტნებს, რომელიც გუნდს აქამდე სამჯერ გაძღოლია.

შეგახსენებთ, 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. ავსტრალიის საგზურს ევროპიდან 4 მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)

ა ჯგუფი. I რაუნდი. 1 თებერვალი (შაბათი)

თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი

საქართველო - შვეიცარია

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა შვანგირაძე (ლიონი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 23. გიორგი ხაინდრავა (ბორდო).

Rugby.ge

ნიკო
არასდროს გამხარებია ბილეთი რომ ვერ ვიშოვე, ყველა გაყიდულიაო:)))) მიდით ლომებო, მწვრთნელებო, საქართველოს რაგბიში ჩართულო ხალხო, ერთგულო გულშემატკივრებო, ესე გავაგრძელოთ, ავჭალასაც გავავსებთ და მალე ახალ სტადიონსაც! სტადიონიც ნამდვილად შენდება, უკვე დაქირავებულია მსოფლიოს საუკეთესო სტადიონების მშენებლობების საკოსულტაციო კომპანია, დღეს ოფიციალურად დაიდო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე და ექვს ერს რომ დავემატებით, მრავალათასიანსაც გავავსებთ!წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც ქომაგობს საქართველოსა და მის რაგბის ნაკრებს!
რამაზ მართალი
კარგი იქნება სავსე სტადიონზე თამაშის ცქერა. ანშლაგი იქნება ხვალ და სარაგბო ზეიმი.
რაგბის მამებო დაგვცინით? ბებიათქვენებს დასცინეთ
აუუ ეს ვის გადავეყარეთ, ეს გვინდოდა შვეიცარიასთან თამაში არ გინდაა? ასეთ გრანდ ნაკრებთან უშანსოდ ვართ იმედის ამარად დარჩენილნი. ნეტავ არ გაგვიმეტონ და ძალიან არ მოგვიგონ.
გიორგი
მიდით ლომებო, კლასი აჩვენეთ შვეიცარიას!
სოსო
გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება.კარგ თამაშს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს და განსაკუთრებით დებიუტანტებს.სხვებისაც,მაგრამ დაჩი პაპუნაშვილის დებიუტი განსაკუთრებულად მაინტერესებს.
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
110:0 - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან წაივარჯიშა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | "ედელვაისი" თბილისში
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო