საქართველოს ნაკრებმა სამოასთან პირველი ტაიმი 10:19 წააგო

AutoSharing Option
ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, "ბორჯღალოსნებმა" მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.

ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გადასახვა მოჰყვა.

მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მეც არ მომწონს რაღაცეები და მგონი ჯობია ჩვენმა ნაკრებმა ტესტ-მატჩებზე წააგოს და შეცდომები გამოავლინოს და გამოასწოროს და 2019 თასზე კარგად ითამაშოს... ისე თამაშს მეორე ტაიმში იგებნ საერთოდ და მწვრთნელის დავალებებით და ისე ინფორმაციისთვის ეს თამაშიც შემოატრიალეს ჩვენმა მორაგბეებმა და მოიგეს 27:19 ... წინ საქართველო გ ი ლ ო ც ა ვ თ...
ემზარი
20:10 17-11-2018
0
თუ დააკვირდებით რაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი შეიცვალა მას მერე ქართული რაგბი უკან წავიდა.
ირაკლი
19:52 17-11-2018
7

სიახლეები პოპულარული