შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები გარდაისახნენ და სამოა დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოა 27:19 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.

ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა.

მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.

მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები გარდაისახა, თითქოს მოედანზე სულ სხვა
გუნდი გავიდა, თამაშობდა შემართებით და დამსახურებულად გაიმარჯვა.

წლის ბოლო ტეს-მატჩში ბორჯღალოსნები ტონგას უმასპინძლებენ. თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ამერიკამ გადაგვასწრო და მე 15 ე ადგილზე ვართ მაგრამ თუ ტონგას მოვუგებთ 16 ქულიანი სხვაობით მე 12 ზე გადასვლის შანსი რეალურია
David
17 ნოემბერი 2018 20:49
7
ჩვენ ვართ მე-14 ადგილზე..გაგვასწრო იტალიამ,აშშ უკანაა
გიო
17 ნოემბერი 2018 22:19
0
მოკლედ, ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო. მომავალი თაობის თამაში იმდენად უკეთესია რომ ლაპარაკადაც არ დავიღლები, აწმყოს და ყოფილებს მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა
gaumarjos bichebs
17 ნოემბერი 2018 20:36
1
პირველი ტაიმის შემხედვარე ამ თამაშს თუ მოვიგებდით ნაღდად არ მეგონა!!! გენაცვალეთ ბიჭებო!!! ორი 100%-ით განსხვავებული ტაიმი. ვინც წერს რომ შერკინება აღარ გვჭირდება ძალიან ცდება!!! ლობჟანიძე ჯობია ისევ დიდ 10-ში დაბრუნდეს და ითამაშოს, ეგება განვითარდეს. აბჟანდაძე-აფრასიძე, ორი ვარსკვლავი გვეზრდება! დღევანდელი მეორე ტაიმის შემადგენლობით იტალიას უეჭველი მოვუგებდით! გამარჯვების მიუხედავად მაინც ვერ გავამართლებ ჰეიგს, არ შეიძლება პირველი ტაიმის ამ დოზით ჩაგდება, მსოფლიოზე ძალიან გაჭირდება წარმატების მიღწევა.
პაატა
17 ნოემბერი 2018 20:33
4
ჰიჰიიიიიი...ვეღარ არიან ხასიათზე, ჩაესვარათ ხასიათში
ეს იყო ძველ სტილში გამარჯვება...დათმობილი პირველი ტაიმის მერე გარდაქმნილი და გადამხვნელი საქართველოს ნაკრები...როგორ მიხარია ახალგაზრდების ასეთი თამაში ვერ წარმოიდგენთ...
გილოცავთ ყველას
ვაი ჩვენს პატრონს
17 ნოემბერი 2018 20:20
0
აი ამიტომ უნდა დავუდგეთ და გვჯეროდეს ჩვენი ბიჭების!
თუ წააგებენ ესეიგი მეტი ვერ შეძლეს და შემდეგში გამოასწორებენ.
გიორგი
17 ნოემბერი 2018 20:14
0
ძალიან ნერვიული პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭების თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო ! მაგრამ ეხლა კი ვიკადრებ მწვრთნელის აშკარა შეცდომებზე ლაპარაკს - როგორც კი შეიცვალნენ 9 და 10 ნომრები, მთელი გუნდი გამოცოცხლდა ! ბურთის ბოლომდე ჩათამაშება ყველა შეტევას ამწვავებს და შუაში შეტრიალება - კლავს. როცა მეორე ხაზი არა გყავს, რატომ ატენის ბურთს შუაში, ვერ ვხვდები. სასწრაფოდ უნდა ათამაშოს ახალგაზრდები, თუ გვინდა მართლაც ლამაზი რაგბი ვნახოთ !
)))))
17 ნოემბერი 2018 20:12
1
ეგრე რა... ტონგაც უნდა დავდოთ
912
17 ნოემბერი 2018 20:12
0
თქვენ გენაცვალეთ, ლომებო! ძალიან ლომები ხართ! უხ! თქვენ შემოგევლეთ ჯიგარში, ბიჭო!!!
TanoLife
17 ნოემბერი 2018 20:11
2
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ ყველას, იტალია უნდა ჩამოვიტყუოთ თბილისში როგორმე.
Tinto bras
17 ნოემბერი 2018 20:08
1
ბრავო ბიჭებო ასე გააგრძელეთ, ახალმა თაობამ დაგლიჯა. აბჟანდძე და აფრასიძე სულ ძირითადში უნდა იყვნენ. მადლობთ და წარმატებას გისურვებთ.
Geo_Dinamo
17 ნოემბერი 2018 20:07
1

სიახლეები პოპულარული