ჩვენი სტრატეგია ის იქნება... - მერაბ შარიქაძემ და მილტონ ჰეიგმა კითხვებს უპასუხეს

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: გოგიტა ბუხაიძე

24 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" ტონგასთან მატჩს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართავენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ქართული რაგბი 2010 წლიდან თანამშრომლობენ და ზემოთ ნახსენებ კამპანიას არაერთი მატჩი მიუძღვნეს. ტრადიცია არც ამჯერად ირღვევა და "მიხეილ მესხის" მოედანზე ჩვენს ნაკრებს HeForShe-ს მაისურებში გამოწყობილი ბავშვები გააცილებენ. კამპანიის ფარგლებში ტრიბუნებზე რაგბის ბურთებსაც დაარტყამენ.

"ჩვენთვის დიდი პატივია და ამაყები ვართ, რომ ამ კამპანიის ნაწილს წარმოვადგენთ. მასში საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ჩავერთე და ვფიქრობ, ყველა, ვისაც იმავეს საშუალება ექნება,
აუცილებლად იქნება ამაყი. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვის ეს კამპანია განსაკუთრებულია, რადგან მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. კარგია, რომ რაგბის მეშვეობით ამის საშუალება გვეძლევა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მთელმა ქვეყანამ გაიზიაროს" - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

პრესკონფერენცია
დღეს დილით "ბორჯღალოსნებმა" "თიბისი რაგბის სერიების" დასკვნითი მატჩის წინ "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი: "სამი კვირაა შეკრებაზე ვართ და მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ძალიან კარგი მოსამზადებელი კვირა გვქონდა. აუცილებლად უნდა გავითავისოთ ის სათამაშო სტილი, რასაც ტონგას ნაკრები შემოგვთავაზებს.

ტონგა მსოფლიოს სარაგბო სამყაროში გამორჩეულია, როგორც ფიზიკურად ძლიერი გუნდი. შესაძლებელია, რომ ხვალ ბურთი არც გაიშალოს და თამაშში მრავლად იყოს ახლო დარტყმები. სწორედ ამიტომ, შეცვლაზე 6 მორკინალი და 2 ხაზის მოთამაშე გვყავს. გარდა ამისა, მესამე ხაზის ახალგაზრდა ბიჭებმა განვლილ ორ შეხვედრაში მოედანზე დიდი დრო გაატარეს და ესეც გავითვალისწინეთ.

ხმალაძემ წინა მატჩი 15 ნოემბერს დაიწყო და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ის ამ ამპლუის მოთამაშე არაა, თუმცა გვსურს, რომ სხვადასხვა პოზიციაზე სიღრმეები შევქმნათ. მერაბ კვირიკაშვილი თამაშში შეცვლიდან ჩაერთვება. მას, ფულბეკის გარდა, 10 ნომერზეც შეუძლია თამაში და ფრთაზეც".

მერაბ შარიქაძე: "როგორც წესი, წლის დასკვნით თამაშს ყოველთვის კარგ ფორმაში ვხვდებით. ყველა ვაანალიზებთ, რომ ტონგა სამოაზე ძლიერია და შესაბამისი განწყობით ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის.

გვაქვს იმედი, რომ ჩვენ უფრო კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ, ვიდრე ტონგელები. ვფიქრობ, მეტოქე თამაშს უფრო მაღალ ტემპსა და ხარისხში დაიწყებს, ვიდრე დაამთავრებს. ჩვენი სტრატეგია ის იქნება, რომ ვიყოთ მომთმენები, ტონგას არ მივცეთ ის უპირატესობა, რაც სამოას მივეცით და თუ ჩვენ შევძლებთ ამ უპირატესობის მოპოვებას, ის რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ და ბოლოსკენ ტემპს მოვუმატოთ".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეტი აგრესია,განსაკუთრებით მოლში,დერეფანში უშეცდომოდ თამაში, ბურთის მუდმივი ფლობა ,ანუ მეტოქისათვის არანაირი ინიციატივის მიცემა, ფეხით მეტოქის მ ხ ო ლ ო დ ჩათვლის მოედანში დარტყმა და იქ გამართული ჯახი, მით მაგრად შევიწროება და მით მათ ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება,დაცვაში არ დალოდება მეტოქის დარტყმაზე და მით 2-3 მეტრით უკან დახევა,არამედ სისწრაფეზე მეტოქის ბურთის მიღებისთანავე- პირიქით ძლიერი დარტყმები -მით უკან დახევა -გადაგდება ( არა დარტყმებით თითქოს ვაჩერებთ ,მაგრამ მაინც წინ წამოსვლის- უფლება, რასაც ადგილი ქონდა იაპონიასთან,იტალიასთან და სამოას-1-ლტაიმში) და მ ო ვ ი გ ე ბ თ!
თამაში დამოკიდებული იქნება -ვინც ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს და ეს მაქსიმალკურად უნდა ვეცადოთ,აქ განსაკუთრებით დ ე რ ე ფ ა ნ ს უნდა მიექცეს ყურადღება!
გლახუნა
15:52 24-11-2018
0
სად უნდა წავიდეს მელიტონი მითხარით იმის არიყოს კოკოშკოვი გაუშვეს ამოწურა თავისი ძალაო და პირველივე წელს ევროპა მოიგო ..დააცადეთ ამ კაც რა შენება ... მთავარია კარგი სტრატეგოსი ...დანარჩენი ბიჭებზე და დამხმარე მწვრთნელებზე დამოკიდებული
Shio
12:22 24-11-2018
2

სიახლეები პოპულარული