Guardian: მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება გაუჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩებში ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა - ფლორენციაში იტალიასთან დათმო, თბილისში კი ტონგა და სამოა დაამარცხა.

ამ შეხვედრების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ჩვენი გუნდი მე-15-დან მე-13 პოზიციამდეა აღზევებული.

ბრიტანულმა Guardian-მა კი საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-14-ეა.

აი, რას წერს ბრიტანული გამოცემა ჩვენს გუნდზე:

"იტალიასთან მარცხს საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან და სამოასთან მორალურად გამაძლიერებელი გამარჯვებები მიაყოლა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსსა და ფიჯისთან ერთად არიან. მათ ისევ მესამე
ადგილზე გასვლა გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი სამი გუნდიდან საქართველოსთან იოლი გასეირნება არცერთს ექნება", - ვკითხულობთ Theguardian.com-ზე.

საქართველოს ნაკრები 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე გაემართება. მის ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაია.

altდავით კაჭარავა: თუ ფიჯის ვძლიეთ, მაშინ უელსის ძლევაც შეიძლება და თუ უელსს ვძლიეთ, ავსტრალიაზე გაქაჩვაც შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 19 /
სამივე თამაშში ყველაზე მეტად სწრაფ თამაშში გაგვიჭურდება.
david
29 ნოემბერი 2018 19:55
0
იტალიამ გვაჩვენა რაც ვართ. და დაინახა მსოფლიომ რა დონეც ვართ
კარენა
30 ნოემბერი 2018 08:32
28
კი,ნამდვილად.ამ თამაშმა გვაჩვენა,რომ საქართველოს ფაქტობრივად ა ნაკრებს, ძალუძს ტოლ სწორად ეთამაშოს ექვს ერში მოთამაშე ნაკრებს და თუ მათსავით საშუალება ექნებათ, ყოველწლიურად 5 თამაში ჩაატარონ მსოფლიოს საუკეთესო ათეულის გუნდებთან,ძალიან მალე,შესაძლოა პირველივე წელსაც,მათგან რომელიმეს დამარცხებასაც შევძლებთ.ამ ხუთში იტალიას არ ვგულისხმობ,რადგან მათ სრული შემადგენლობის პირობებში ან მესამე ტესტი რომ გვქონოდა მათთან,ახლაც მოვუგებდით.
სოსო
01 დეკემბერი 2018 13:02
1
იტალიასთან ნაკრები გადახალისებული და გაახლებული იყო პირველი შეხვედრისთვის თანაც გასვლისთვის, ცუდ დროს დაემთხვაა აი ბოლო რომ ყოფილიყო ტესტებზე რეალურ შედეგს მაშინ მივიღებდით.
ვენდეტა
26 დეკემბერი 2018 17:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული