ამ შეხვედრების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ჩვენი გუნდი მე-15-დან მე-13 პოზიციამდეა აღზევებული.
ბრიტანულმა Guardian-მა კი საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-14-ეა.
აი, რას წერს ბრიტანული გამოცემა ჩვენს გუნდზე:
"იტალიასთან მარცხს საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან და სამოასთან მორალურად გამაძლიერებელი გამარჯვებები მიაყოლა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსსა და ფიჯისთან ერთად არიან. მათ ისევ მესამე
საქართველოს ნაკრები 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე გაემართება. მის ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაია.
მოცემული რეალობის გათვალისწინებით მესამე ადგილი პროგრამა მაქსიმუმი უფროა, ვიდრე აუცილებელი გეგმა. ამავდროულად, სენსაციას თუ გამოვაცხობთ, ისევ გამოცოცხლდება ჩვენი და 6 ერის ამბები.