მამუკა გორგოძე ნაკრებზე: არ მინდა იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო

AutoSharing Option
"ტულონის" ქართველმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თემაზე ისაუბრა.

მან ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სურს, ქართველ გულშემატკივარს კარგად დაამახოვრდეს.

- მსოფლიო თასზე მოთამაშე საქართველოს ნაკრების "შორიდან" ყურება არ გაგიჭირდება?
- გამიჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მარადიული არაფერია, მჯობნის მჯობნი კი არ დაილევა... მთავარია, როცა უკან მივიხედავ, არ მრცხვენია ჩემი კარიერის; მეტიც, ვამაყობ კიდეც! კაცურად დავასრულე ნაკრებში თამაში, უკან არასდროს დამიხევია და არც ამ გადაწყვეტილებას ვნანობ... ნაკრების თამაშის შორიდან ყურება რთული იქნება, მაგრამ უკვე ორი წელია,
ამას შეგუებული ვარ...

- ვიცით, რატომაც გადაწყვიტე ნაკრებიდან წასვლა - გინდა ქომაგს საუკეთესო ფორმაში ახსოვდე და არც ახალი გუნდის შენებას "შეუშალო ხელი", მაგრამ არ ფიქრობ, რომ ნაკრებიდან წასვლა გარკვეულწილად ეგოისტური გადაწყვეტილება იყო?
- შესაძლოა, ვინმე ასეც ფიქრობს, მაგრამ ჩემი კარიერის შემდეგ არა ვარ იმის ღირსი, ჩემს თავზე ვიფიქრო და ჩემებურად გადავწყვიტო? შეგიძლიათ ეგოისტური დაარქვათ, მაგრამ მირჩევნია თქვან, მამუკა რომ გვყოლოდა, უკეთ ვითამაშებდითო, ვიდრე ის იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო. გულშემატკივარმა ხომ არ იცის, რას განვიცდი და როგორ მდგომარეობაში ვარ? ჩემი გადაწყვეტილების სისწორე კი იმანაც აჩვენა, რომ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სული ვეღარ მოვითქვი, სულ ტრავმირებული ვიყავი... არადა, მანამდე სად გინახავთ ჩემი ტრავმა?!

- ეროვნულ ნაკრებში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი...
- მწვრთნელმა სხვებზე უკეთ იცის, ვის და როდის მისცეს შანსი. ხაზის მოთამაშეები ადრეულ ასაკში "იხსნებიან" და მორკინალებთან შედარებით უფრო ადრეც ამთავრებენ კარიერას. ამიტომაც არ უნდა მოვერიდოთ მათთვის შესაძლებლობის მიცემას.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ kvirispalitra.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.რა თქმა უნდა გული გვწყდება, რომ ადრე წავიდა ნაკრებიდან, მაგრამ მიზეზს ლოგიკურად ხსნის. მის პოზიციაზეც არიან მოთამაშეები, რომლებსაც შანსი უნდა მიეცეთ. ბექა გორგაძე მშვენიერი მოთამაშეა, რაც ბოლო მატჩებშიც დავინახეთ. ძნელია გორგოძის ზუსტად შეცვლა, მაგრამ აშკარად მომქანცველ ჩემპიონატში თამაშობს და ტრამვასაც იღებს. ერთში არ ვეთანხმები - ნამდვილად თავაწეული წავიდოდა, როცა არ უნდა წასულიყო.
:)))))
21 იანვარი 2019 14:01
2
თუ შეგიხლია დევკაცო და გაქვს სურვილი დაბრუნდი და მსოფლიოზე გავახუროთ ისე როგორც იცით ხოლმე ქართველმა მორაგბეებმა
ვფიქრობ რო ჭორდები ნაკრებს და ეს მოთხოვნა არ არი თხოვნაა რო დაბრუნდე დასავალდებულებელჰ არაფერი გჭირს ნამდვილი სახე უყავი ნაკრების და დიდი მებძოლი რაც ყველამ დაგიფასა და დაგიფასებს სულ

გორგოძილა
21 იანვარი 2019 13:33
1
მამუკა, ჩვენ ყველანი შენი ფანები ვართ და ვიცით რომ რთული იყო შენთვის ნაკრების დატოვება. შე ჩვენთვის მისაბაძი ადამიანი და სპორტსმენი ხარ და ასეთად დარჩები სამუდამოდ, მიუხედავად იმისა რას გადაწყვეტ ამ საკითხზე მომავალში. თუმცა, ჩვენ ყველანი ძალიან გთხოვთ რომ მსოფლიოზე დაეხმარე ჩვენს ეროვნულ გუნდს. თუ ამისთვის საჭიროა, ქომაგები მზად ვართ კოლექტიური წერილი მოვამზადოთ ხელმოწერებით და რაგბის კავშირს გადავცეთ. ღმერთი შენკენ და საქართველოსკენ, დიდო ქართველო!
qomagi
21 იანვარი 2019 13:15
0
ვინ ჭკვიანია და ვინ არა შენს ინტერვიუში ჩანს მე რო ვყოფილიყავი მამუკას ადგილზე თვალს ამოგიშავებდი მადლობა უთხარი ღმერთს რო პროფესიონალია
ვახო
21 იანვარი 2019 11:32
1
ვახო, შენზე ჭკვიანი რომ არის, აშკარაა :)
ცუდია, რომ ვერ ხვდები, რა იგულისხმება ამ კითხვაში... თორემ მამუკას რა გაუკეთებია და კიდევ რა დახმარების გაწევა შეუძლია, ყველამ კარგად ვიცით!
ვახოს
19 იანვარი 2019 19:56
4
მამუკა, ყველას ძალიან გვინდა შენი თამაში თუნდაც მხოლოდ ამ მსოფლიო თასზე, მაგრამ მიუხედავად იმისა დაბრუნები თუ არა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მადლობაც კი ცოტაა შენს მიმართ, მაგრამ მაინც მადლობა ყველაფრისთვის დიდო და გულიანო ქართველო, დაილოცოს შენი აღმზრდელი და მუდამ დალოცვილი გიმყოფოს უფალმა შენი ოჯახი!!!
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
შალვა 73
19 იანვარი 2019 18:46
3
დიდი მადლობა ყველაფრისათვის!!!პატივს ვცემთ შენს გადაწყვეტილებას,ვერავინ დაგძრახავს მაგრამ გულში ყველას გვაქვს იმედი რომ დაგვიბრუნდები და მსოფლიოზე ითამაშებ.
ucha martalishvili
19 იანვარი 2019 18:28
1
მამუკა, ყველას ძალიან გვინდა შენი თამაში თუნდაც მხოლოდ ამ მსოფლიო თასზე, მაგრამ მიუხედავად იმისა დაბრუნები თუ არა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მადლობაც კი ცოტაა შენს მიმართ, მაგრამ მაინც მადლობა ყველაფრისთვის დიდო და გულიანო ქართველო, დაილოცოს შენი აღმზრდელი და მუდამ დალოცვილი გიმყოფოს უფალმა შენი ოჯახი!!!
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
შალვა 73
19 იანვარი 2019 18:14
1
Madloba madloba madloba. Dzalian did siamovnebas vigebdi da vigeb sheni tamashis yurebit yoveltvis qartvelo goliato pirvel rigshi didi adamiani xar vashkaci da mere didi sporcmeni madloba rom axalgazrdebs dautme asparezi shentvis nakrebis dativeba dzneli gadacyvetileba iqneboda da fsiqologiurad carmomidgenia am nabijis gadadgmisas rogor gagichirdeboda. Nakrebshi tu dabrundebi gulshematkivari miesalmeba ki ara dzalian gauxardeba yoveltvis es is sgemtxveva roca qartuli ragbis didi legendis didi dabruneba iqneboda. Ert erti sportis saxeobaahi rom moebadzat shentvis da uari etqva nakrebshi tamashze kargs izavda saxel da gvars arvdavasaxeleb isedac natelia viszea saubari carmatebebi mamuka.
Emigranti
19 იანვარი 2019 17:16
2
მადლობა მამუკა!!
პატივს ვცემთ შენ გადაწყვეტილებას, მაგრამ იცოდე ყველას გვინდა შენი დაბრუნება მდოფლიოზე.
Geo_Dinamo
19 იანვარი 2019 14:00
2

სიახლეები პოპულარული