"ბორჯღალოსნები" რუმინეთთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებიან

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში სტუმრად რუმინეთთან პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 3:6 მარცხდება.

რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში და 23-კაციან განაცხადში ცვლილებები მოხდა.

მერაბ შარიქაძის ნაცვლად, შუამარბად თამაში ზურაბ ძნელაძე დაიწყო, რომელიც პირვანდელ განაცხადში გარემარბი იყო, ხოლო ფრთაზე გიორი აფციაური დაწინაურდა.

მარქაფაში მისი ადგილი გიორგი კოშაძემ დაიკავა. გუნდს კი გიორგი ნემსაძე კაპიტნობს.

შეხვედრაში ანგარიში რუმინელებმა ზუსტი ჯარიმით გახსნეს 0:3, "ბორჯღალოსნებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა თედო აბჟანდაძემ ჯარიმა არაზუსტად შეასრულა.

26-ე წუთზე
კი რუმინელებმა კვლავ მოიპოვეს ქულები, კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა და ანგარიში 6:0 გახდა.

39-ე წუთზე აბჟანდაძემ პირველი ქულები მოუტანა საქართველოს და ჯარიმით ანგარიში 3:6 გახადა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმი არც თუ ისე კარგად დაიწყეს - შეტევაში თამაში ვერ დავალაგეთ, ხოლო ჩვენი აუტიდან ორჯერ დავკარგეთ ბურთი.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ "ბორჯღალოსნებმა" თამაში აშკარად გამოასწორეს და იმედია მეორე ტაიმი ქართველების დომინირებით ჩაივლის.

"კლუჟი არენა". რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური
რუმინეთი-საქართველო 6:3

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. გიორგი აფციაური, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. დავით გიგაური, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. გიორგი კოშაძე.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ ბიჭებს!! ასეთი მსაჯობა ნამიბიის მერე არ მინახავს...რათქმა უნდა მომდევნო თამაშებს უკეთ ვითამაშებთ!!!
სპორტ ფაზა
09 თებერვალი 2019 17:55
0
ბორჯღალი ანუ უსასრულობა... ბორჯი დრო მეგრულ ენაზე,ღალი,სვლა,ტარება,ღალი აგრეთვე ღელეა მარგალურ ენაზე რაც ასევე უსასრულობასთან ასოცირდება.ბორჯღალი მეგრული სიტყვაა.წარმატებები ბორჯღალოსნებს...თხოვნა მაქვს არ დაბლოკოთ
ბაჩო
09 თებერვალი 2019 17:21
4
დერეფანში ბურთის მოწოდების წესი შეცვალა ამ მსაჯმა თუ რახდება...ყველა ბურთს ერთი მეტრით თავისკენ აგდებენ.....მოკლედ მსაჯს დიდი მოკითხვები ჩემგან...
სპორტ ფაზა
09 თებერვალი 2019 17:19
0
ჩემგანაც გაუყოლე დიდი მოკითხვა.
სოსო
09 თებერვალი 2019 20:26
0
საქართველოს ნაკრები რასაც წარმოადგენს აგერ სახეზეა..
ამ გუნდს უნდა 6 ერში?

სირცხვილია ამდენი უადგილო ამბიცია.

იტალიას კიდევ საერთოდ ნუ ვედრებით. რუმინეთს რომ ეთამაშონ 10 დან 10 ჯერ უშანსოდ მოუგებენ.
ტომი და ჯერი
09 თებერვალი 2019 17:17
5
ერთი ვერ გავიგე რა და იქნებ ამიხსნას ვინმემ-- როცა ჩავიგდებთ ბურთს ხელში, მაშინვე პანიკურად ფეხით ვიშორებთ ბურთს..... 9 ნომერი რატო აკეთებ ამას ითამაშე რა!!!
სპორტ ფაზა
09 თებერვალი 2019 17:15
2
მუდმივად ერთი და იგივე შეცდომებს უშვებენ, ზღვა ენერგია იხარჯება შერკინებაში და უშედეგოდ გამოვდივართ. ასე ძალიან გაგვიჭირდება თამაშის მოგებაც და მსოფლიოზე თამაშიც
:))))
09 თებერვალი 2019 17:06
1
მსაჯი გასაგდებია!!!
სპორტ ფაზა
09 თებერვალი 2019 17:04
0
პირველი ტაიმის 35 წუთი განმავლობაში.. საშინელებაა ჩვენი თამაში.... მსაჯი დერეფანებზე თვალს ხუჭავს.... 9 ნომერი ვასკა რუმინელთა მხარესაა??? ... მოკლედ ვნახოთ მეორე ტაიმი
სპორტ ფაზა
09 თებერვალი 2019 16:59
0

სიახლეები პოპულარული