რუმინეთის დამარცხების შემდეგ "ბორჯღალოსნები" რეიტინგში დაწინაურდნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს რაგბის საიტმა ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და "ბორჯღალოსნები", რომლებმაც სტუმრად რუმინეთი 18:9 დაამარცხეს, ერთი ადგილით დაწინაურდნენ.

პირველ ათეულში ცვლილებები არ მომხდარა, სამაგიეროდ მოხდა მეორე ათეულში: ახლა ჩვენს ნაკრებს 73.93 ქულა აქვს, აშშ-ს გადაასწრო და მე-12 ადგილზეა.

"ბორჯღალოსნების" საუკეთესო შედეგი მე-11 პოზიციაა, რომელიც ამჟამად იაპონიას უკავია. ამომავალი მზის ქვეყნელები ჩვენს გუნდს 1.31 ქულით უსწრებენ.

რუსეთის ძლევის შემდეგ მე-20 პოზიციაზე ესპანეთი დამკვიდრდა.

რაც შეეხება მესამე ათეულს, ბელგიამ გერმანიას სძლია და 23-ე ადგილზეა, ხოლო ბრაზილიამ კანადას მოუგო და 26-ე ადგილზე გადავიდა, რაც ამ
გუნდის რეკორდია.

1. ახალი ზელანდია 92.54
2. ირლანდია             89.92
3. ინგლისი                88.02
4. უელსი                    87.55
5. სამხრეთ აფრიკა  84.58
6. ავსტრალია          82.40
7. შოტლანდია        81.30
8. ფიჯი                     77.95
9. არგენტინა           77.05
10. საფრანგეთი      77.02

11. იაპონია             75.24
12. საქართველო    73.93
13. აშშ                     73.66
14. ტონგა                73.02
15. იტალია             72.75
16. სამოა                68.78
17. ურუგვაი            67.13
18. რუმინეთი         64.95
19. რუსეთი             64.21
20. ესპანეთი          63. 23

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდ იმედს ვამყარებ მათზე
თემო
12 თებერვალი 2019 15:24
0
იაპონიას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და ჩემის აზრით უკვე ჩვენც აღგვემატება,მაგრამ ძალიან ბევრი ნატურალიზირებული მორაგბე ჰყავთ რაც უკვე მარაზმში გადადის და ამის ხარჯზე უფრო გაგვისწრეს...დროა ფირამ რაიმე იღონოს.
gurulo
12 თებერვალი 2019 14:06
0
რეიტინგი კარგია,მაგრამ ძალიანაც ნუ ვენდობით.იტალია რომ თავისი ძალით მეთხუტმეტე ადგილზე მაღლა დგას,მაგას რად უნდა ლაპარაკი?უბრალოდ ექვსი ერის გუნდები მასზე გაცილებით ძლიერები არიან და ესენი სარეიტინგო ქულებს ვერ იღებენ,თორემ რალურად,ამჟამად დაახლოებით ჩვენი დონის ნაკრები ჰყავთ,ოდნავი პლიუს მინუს დაშვებით.იტალია იტალიად,მაგრამ იაპონიამ უკვე ძალიან გაგვისწრო და კიდევ უფრო გაგვისწრებს,რადგან ისინი, უკვე ოკეანეთის უძლიერეს ნაკრებებთან თამაშობენ და მათი ფრენჩაიზული კლუბებიც მათ ლიგაში თამაშობენ.თუ ჩვენც არ შევქმენით მსგავსი კლუბები და ექვს ერს დაველოდეთ,ჩამორჩენა აუცილებლად გაიზრდება.იტალიამაც ორი ასეთი გუნდი შექმნა და მიუხედავად კვლავ წაგებებისა,მათი ნაკრები, გაცილებით უკეთ თამაშობს.ასე რომ დრო არ იცდის.
სოსო
12 თებერვალი 2019 12:35
0
იტალია ვერასოდეს წაიწევს რეიტინგში 6 ერში ყველა ანადგურებს აი ჩვენთან კი მოიგეს მაგრამ ის თამაში სწორად არ იყო დაგეგმილი და უფრო ჩვენ წავაგეთ.
გოგა
12 თებერვალი 2019 11:59
0
იტალია არის მე15 პოზიციაზე, იქნებ დაწეროთ სტატია იტალიის ბოლო 4 წლის სტატისტიკაზე და შეადაროთ საქართველოს სტატისტიკას. რო ტრაბახობენ 6 ერში ადგილი ჩვენზე ძლიერების ძლევით მოვიპოვეთო, რამდენი მოგება აქვთ თავისზე წინ მდგომ გუნდებთან ამ პერიოდში.
ქარ
12 თებერვალი 2019 11:22
0
მოგება აქვთ არა ხის კოვზი კიდე
Tazo
12 თებერვალი 2019 11:48
0

სიახლეები პოპულარული