rugger.info: საქართველოსთან ესპანელების შანსი მხოლოდ მილტონ ჰეიგის ექსპერიმენტებია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მომავალი მატჩის პრევიუ rugger.info-მ შემოგვთავაზა.

"17 თებერვალს "ავჭალის" სტადიონზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები მეოცეჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა ტურში ცენტრალურია, ვინაიდან პირველ ტურში ორივე გუნდმა გაიმარჯვა - ქართველებმა რუმინელებს 18:9, ხოლო ესპანელებმა რუსებს 16:14 სძლიეს.

იქნება თუ არა სათამაშო თვალსაზრისით ეს შეხვედრა დაძაბული? სტატისტიკა გვამცნობს - 19 მატჩიდან "ლელოელებმა" 15 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს. ამასთან, უკანასკნელ წლებში ქართველთა დომინირება თვალსაჩინოა. ბოლო მატჩი ევროპის ჩემპიონებმა გასული წლის 3 მარტს
23:10 მოუგეს, 2017 და 2016 წლებში კი 20:10 და 38:7.

თუ ესპანელთა თამაშს დავაკვირდებით, რუსეთთან რაიმე ისეთი სიახლე არ შემოუთავაზებიათ, რაც საქართველოსთან შეხვედრაში დაეხმრებათ. ქართველებისთვის "თავდამსხმელთა ბრძოლის" თავსმოხვევა და მოლით შეტევის ცდა, ეს სანტი სანტოსის შეგირდების უეჭველი დამარცხების რეცეპტია.

თავად ესპანელები ამტკიცებენ, რომ შეიძლება თვითრწმენა, მაღალი საბრძოლო სულისკვეთება და ტურნირზე პირველი გამარჯვებით გამოწვეული აღმაფრენა დაეხმაროთ. ასეთი ტონით აგულიანებს "ლომებს" გასვლითი თამაშის წინ ესპანეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური საიტი.

სინამდვილეში საქართველოსთან ესპანელების შანსი მხოლოდ მილტონ ჰეიგის ექსპერიმენტებია. მან განაცხადა, რომ პირველ ორ ტურში ახალგაზრდული შემადგენლობის სხვადასხვა ვარიანტებს გამოცდის, რაც აუცილებელია გუნდის შემადგენლობის სიღრმისათვის. წმინდა თეორიული თვალსაზრისით ჰეიგი არაა გამორიცხული სადღაც ცდებოდეს კიდეც. თუმცა, მე ესპანელთა ადგილზე რომ ვიყო, ამის იმედი არ მექნებოდა და სეზონის ყველაზე რთული მატჩისთვის მოვემზადებოდი, რომელშიც მთავარი ამოცანაა დიდი ანგარიშით არ წააგონ.".

მკითხველის კომენტარები / 3 /
კვირას როგორც ჩანს სუფსარქისია, ისეთი ქარი წერია)) ეგ უნდა გათვალისწინოს სამწვრთნელო შტაბმა. ალბათ გაითვალისწინებს და ტაიმებს ამის მხედვით ააგებს. თან ავჭალაში! ესპანეთი რუსეთთან რაც ვნახე, გუნდი არაა. არც შერიკნებაში ვარგა, არც მიწაზე თამაშში, აუტი, მოლი, უსუსტესი, უკანა ხაზიც არაფერი, ერთადერთი ნათელი წერტილი 9 ყავდათ. ვნახოთ, მაგრამ ერთი 30 ქულით მოგებას ველი
gagi
12:55 15-02-2019
1
და რა გონიათ? ეს ასე ვთქვათ ექსპერიმენტები,უკეპო,ნაკრების ახალი სახეები თავს იზოგავენ ან მოწინააღმდეგეს დაზოგავენ? ძალიან მისასალმებელია და სწორი ტაქტიკაა ასეთ თამაშებში.ნაკრებს აუცილებლად გამოადგება!
რაგბის ფანი
11:16 15-02-2019
0

სიახლეები პოპულარული