დმიტრი მოროზოვი: საქართველოს რაგბისთან რუსეთის შედარება ჩვენთვის სასაცილოა - გრანდებს უნდა გავუტოლდეთ

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარემ დმიტრი მოროზოვმა "სოვეტსკი სპორტთან" საუბარში განაცხადა, რომ მათთვის საქართველოსთან შედარება სასაცილოა.

"საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას უნდა გავუტოლდეთ. საქართველოსთან შედარება ჩვენთვის სასაცილოა. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს? შესაძლოა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირიდან ჩვენი კოლეგები რუსულად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა რაგბის ყურადღება გაცილებით ადრე მოაქციეს. ამიტომ ცოტათი გვისწრებენ.

ის მეთოდები, რომლებიც 10-15 წლის წინ იყო და რომლებსაც ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი იყენებს, უკვე მოძველდა და საჭირო აღარაა. ჩვენ გარდამავალ
პერიოდში ვიმყოფებით. ჯერ გუნდს გამარჯვებებს ვერ მოვთხოვთ. გუნდი მხოლოდ ახლახან შევკრიბეთ.

საჭიროდ ჩავთვალეთ ძლიერი ჩემპიონატის ჩატარება. თუ ძლიერი ჩემპიონატი არ გვექნა, არაფერიც არ იქნება. აუცილებელია ჩვენმა კლუბებმა მინიმუმ 2 საერთაშორისო ტურნირზე მიიღონ მონაწილეობა - ავსტრალიაში,  სამხრეთ აფრიკაში და ა.შ. გასულ წელს "ნარვის მესაზღვრეები" კენიაში იმყოფებოდნენ, ახლა კი ნაკრები მოსამზადებლად სამხრეთ აფრიკასა და ფიჯიზე გაემგზავრა".

მკითხველის კომენტარები / 28 /
სვინორილი ბარან
Dvalteli
18 თებერვალი 2019 00:04
0
ერთი ბომბი რა გახდა ამის დე.ა ვატირ.
Gio
18 თებერვალი 2019 15:18
0
ჯიგარი ხარ
murza
19 თებერვალი 2019 10:14
0
ერთი ფეხბურთში ხო ედარებით ბრაზილიას გერმანიას,რაგბშიც შეედრებით ზელანდიას ოღონდ მერე ,სხვა ცხოვრებაში,გული არ გაიტეხოთ,,,!?!!!!
ზაზა
19 თებერვალი 2019 10:05
0
არაფერია გამორიცხული
Torpedo
17 თებერვალი 2019 01:11
42

სიახლეები პოპულარული