მამუკა გორგოძე: მენატრება საქართველოს სახელით თამაში

AutoSharing Option
მამუკა გორგოძე რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა.

ფრანგულმა გამოცემა Rugbyrama-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც საინტერესო ფრაგმენტებს გთავაზობთ:

- დაბრუნების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
- დასვენება ყველასთვის კარგია, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც ბევრი ითამაშა. რეაბილიტაციის შემდეგ დიდი და სერიოზული სამუშაო გავწიეთ. ბიჭები მოტივირებულები და ენერგიით სავსენი არიან. "სტეი ფრანსიასთან" მოგებული მატჩი ამ რთულ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პერსონალურად კი ბედნიერი ვარ, წარსულზე საუბარი არ მსურს.

- თითქმის ოთხი თვის განმავლობაში არ გითამაშიათ. ამაზე რას იტყვით?
- მინიმალური დრო დავხარჯე
დასაბრუნებლად. ამისთვის მადლობა სამედიცინო ჯგუფს. ყველაზე რთული ტრავმა 2017 წლის დეკემბერში მივიღე. მაშინ ბიცეფსის კუნთი დავიზიანე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

- 2017 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეთ. მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოების გამო რა შეგრძნება გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მენატრება საქართველოს სახელით თამაში. განსაკუთრებით რთულია, როდესაც ამას გარედან უყურებ, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. უნდა იცოდე, ამისთვის როგორ მოემზადო. ვფიქრობ, ყველაფერი სწორად გავთვალე. ახლა საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, ახალგაზრდა მოთამაშეებით სავსე. მსოფლიო ჩემპიონატი მარტივი არ იქნება, რთული ჯგუფია, თუმცა ერთი რამ ფაქტია - გუნდი არ დანებდება.

- "ტულონში" ერთი წელი დაგრჩათ. რა გეგმა გაქვთ?
- დიახ, ერთი წელიღა დამრჩა და დასრულდება. მინდა ყველაფერი დადებით ნოტზე დასრულდეს. ამიტომაც კონცენტრირებული ვარჯიშზე ვარ. მე ყოველთვის "მშიერი" ვარ და ყველა თამაშში მონაწილეობის მიღება მსურს.

- აგრესიული მოთამაშის რეპუტაცია გაქვთ. ამაზე რას იტყვით?
- არ ვიცი, ასეთი იმიჯი რატომ მაქვს. რა თქმა უნდა, თუ ვინმე დამარტყამს, იატაკზე არ დავწვები. სირცხვილია, რადგან, ისე ჩანს, თითქოს ფეხბურთს ვემსგავსებით. თუ ვინმე გიტევს, მედიასთან ტირილი არ უნდა დაიწყო, უნდა უპასუხო. ეს რაგბის ფასეულობაა. თუ დამარტყამთ ან ჩხუბს დამიწყებთ, რა უნდა ვქნა, დავეცე? ჩემს ცხოვრებაში იერიში არასდროს არავისზე მიმიტანია, ყოველთვის პასუხს ვცემდი. რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო მშვიდი ვარ.

altიაპონიის ნაკრების წევრი: 5 საუკეთესო მორაგბე? პირველი გორგოძე...

მკითხველის კომენტარები / 12 /
დავაბრუნოთ ნაკრებში თუნდაც მხოლოდ მსოფლიოსთვის, გამოკითხვა მოეწყოს მისი დაბრუნების საკითხზე
ნიკოლოზი
15:46 19-02-2019
0
შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებაც სწორი იყო თავის დროზე და თუ ახლა დაბრუნდება, ესეც სწორი იქნება... ჩვენ გვახსოვს, რანი ვიყავით გორგოძეთი და ვნახეთ - რას წარმოვადგენთ მის გარეშე. დარწმუნებული ვარ, მამუკას რომ ეთამაშა, თუნდაც იაპონიასთან ასე სამარცხვინოდ (0:33) არ წავაგებდით. მას თავისუფლად შეუძლია, მინიმუმ ერთი ტაიმი ძველებურად უმაღლეს დონეზე ჩაატაროს და საკუთარი გამოცდილებით კი უბრალოდ შეუცვლელია. მამუკა არავის წაართმევს ადგილს ნაკრებში - პირიქით, ცოცხალი ლეგენდის გვერდით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სულ სხვაგვარ მუხტს შესძენს ახალგაზრდა მოთამაშეებს...
მ. ტ.
13:41 19-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული