იაპონიის ნაკრების წევრი: 5 საუკეთესო მორაგბე? პირველი გორგოძე...

AutoSharing Option
იაპონიის ნაკრების მორაგბე შოტა ჰორიმ "მსოფლიო რაგბისთან" საუბრისას, მისი აზრით, მსოფლიოს ხუთი საუკეთესო მორაგბე დაასახელა.

პირველი, ვინც იაპონელმა ჰუკერმა გამოარჩია, ქართველი მამუკა გორგოძეა.

"ქართველი რვა ნომერი - გორგოძე. ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ბევრი უნარი აქვს და ხშირად თამაშობს ცალი ხელით. ის ძალიან ძლიერია" - განაცხადა ჰორიმ.

იაპონელი "სანვულვზის" მოთამაშეა, სადაც ქართველი მორაგბე ჯაბა ბრეგვაძეც თამაშობს.

შოტა ჰორიმ, მამუკა გორგოძის გარდა, დეინ კოულსი, ტომ ინგლიში, ბერიკ ბარნსი და დევიდ ფოქოქი გამოარჩია.

altმამუკა გორგოძე ნაკრებზე: არ მინდა იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ

უნდა წასულიყოო
მკითხველის კომენტარები / 6 /
Xუთი წუთიც რომ ითამაშოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გორგოძემაც ,ჰაერივით გვჭირდება ორი თამაშის მოგება, თორემ უცილობლად დავმუხრუჭდებით რაგბიში სულ მცირე ოთხი წლით მაინც ....და Pაჩულიამაც ...და კიდევ იმ ძლიერებმაც თავთავიანთ საქმეებში.. როცა ეროვნულ ნაკრებებს და საერთოდ მამულს ესაჭიროებიან, უკვე კარგი იქნება და ეს უნდა გვესმოდეს ვყველა ქართველს ვინც ვქართველობთ ან ვცდილობთ ქართველობას სიტყვიერი წყლის ნაყვის გარეშე.რაც არ უნდა წარმატებულები ვიყვეთ პირადულ საქმეებში....აღზრდით უნდა გვესმოდეს ეროვნულის და და პირადულის განუყოფლობის არსის, თუ კი გვძალუძს მცირედის კეთება მაინც ქვეყნის მასშტაბებით, სადაც არ უნდა ვირჯებოდეთ,ზოგჯერ აუნაზღაურებლადაც სხვათაგან, მით უმეტეს ვაი ქართველთაგან შემთხვევით თავამოყოფილთაგან თქვენზედა-ჩუენზედა თავზედა,დროებით ხელისუფალთა რიგებში შეღწევით ხრიკებისა მრუდე გზებისა ხლართვითა , უსიყვარულოდ სამშობლოსი და თვისტომთა უთანადგომოდ და მეტიც, უზნეობითა თვისითა თვისივე უტვინობისა მიზეზით,თანამემამულეთ ფეხებზედა კიდვით და ბრმადა მავალთ ძალაუფლების უფსკრულში ჩეხვისკენ..
Qvabulidze. America.
13:49 19-02-2019
0
მამუკა ჭირდება ნაკრებს და მისი გამოცდილება.უნდა დაბრუნდეს აუცილებლად
ობო
00:31 05-02-2019
0

სიახლეები პოპულარული