მილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!

AutoSharing Option
როგორც ამტკიცებენ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2020 წლიდან სტარტს აიღებს რაგბის 12-გუნდიანი ელიტური ლიგა, რომელშიც ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, აშშ და იაპონია მიიღებენ მონაწილეობას, ის ჩაკეტილი იქნება, ანუ არავინ არ გავარდება და ამ ტურნირის კარი მინიმუმ 10 წელი წყნარი ოკეანისა და რაგბის განვითარებადი ქვეყნების
წარმომადგენლებისთვის დაკეტილი იქნება.

ამის წინააღმდეგი წავიდა მსოფლიოს რაგბის არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აუგუსტინ პიშო:

"ჩემი პოზიცია უცვლელია. სქემა 12+12 გავარდნა-აღზევების წესით (რეიტინგისა და შედეგების გათვალისწინებით) და მოთამაშეთა საკმაოდ ხანგრძლივი დასვენების პერიოდით.

ჩემი
პოზიციის დაცვას თავს არ დავანებებ და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევ. ჯერ არაფერიც არაა გადაწყვეტილი.

თუ დავმარცხდით, ეს იქნება ძლიერი დარტყმა იმათთვის, ვისაც განვითარება სურს. არასოდეს არ დავუჭერ იმ ტურნირს მხარს, სადაც განვითარებადი ქვეყნებისათვის ადგილი არაა".

დაგვეთანხმებით ალბათ, ეს უკვე რაღაცნაირად, ერთგარ სპორტულ-კლასობრივ ჩაგვრასაც კი დაემსგავსა, დისკრიმინაციას, რადგან მნიშვნელობა ენიჭება ტურნირში არა ძლიერი გუნდების, არამედ მდიდრების მონაწილეობას. ამის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაილაშქრა:

"ეს ჩვენთვის ღამის კოშმარივითაა. მეორე ეშელონის ნაკრებების ინტერესები უგულებელყოფილია. ეს უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს. ინგლისელ მორაგბეებთან ერთად ვივარჯიშეთ, რაც კარგია, მაგრამ ეს მატჩებს ვერ შეგვიცვლის.

ბევრი ვიშრომეთ, ყველა დონეზე ვპროგრესირებთ და ახლა უნდათ, ეს ყველაფერი წყალში გადაგვიყარონ. იგნორირებულია სპორტულ-რეიტინგული პრინციპიც: ამ 12-გუნდიან ლიგაში არაა ადგილი რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ფიჯისა და მე-12 ადგილზე მყოფი საქართველოსთვის, სამაგიეროდ ადგილია აშშ-სა და იაპონიისათვის, რომლებმაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი ვერ გააღწიეს.

ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ მატერიალურ ინტერესებზე ზრუნავს, ამ დროს კი რაგბის ღირებულებები ფულზე გაცილებით მაღლა დგას. სულ იმას ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს რაგბი სამართლიანობისა და ერთიანობისთვის იბრძვის, თუმცა თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება".
მკითხველის კომენტარები / 37 /
იმ შემთხვევაში თუ 12+12 გავარდნა-აღზევების წესი არ გავიდა, იქნებ საქართველო გამოვიდეს ინიციატივით, რომ შეიქმნას პარალელური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნები + ამ თორმეტი ქვეყნიდან შესაძლო მსურველებიც.
444444
05 მარტი 2019 11:19
4
ბოლო ინფორმაციითა თვის ბოლო დუბლინში გაიმართება შეხვედრა, რიმელზეც უნდა გადაწყდეს ფორმატის საკითხი. მიწვეულია ფიჯის რაგბის ფედერაციაც ასე რომ იმედი ვიქონიოთ ორი 12 გუნდიანი ლიგა იქნება (ტიერ 1 და 2), გავარდა-აღზევების პრინციპით. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ!
პაატა
04 მარტი 2019 15:37
0
უნდა წავიდნენ მსოფლიოზე და კი არ ითამაშონ, იბრძოლონ თითქოს ყველა თამაში ბოლოა. შეუძლებელი მოინდომონ,გააკეთონ და ისეთი შედეგი დადონ,რომ მსოფლიო რაგბის მენეჯმენტი აშკარად არასპორტული,უნამუსო და მიკერძოებული გამოჩნდეს თუ არ მოგვახვედრებენ საუკეთესო 12-ში, ვერავინ გაბედოს იმის თქმა,რომ საქართველოს ადგილი არ არის საუკეთესოთა შორის.
უნდა წავიდნენ
03 მარტი 2019 12:33
2
სამხრეთ ნახევარსფეროს თუ ჭკუა აქვს არ უნდა დათანხმდეს... იმიტომ რომ დონეს გაუთანაბრებენ, ევროპის დონეზე ჩამოიყვანენ ესენიც ამოქაჩავენ მაგათთან თამაშით და გაუბლატავდებიან მერე. ტექნიკურად უჩალიჩებენ მაგას რომ სამხრეთის რაგბი დაასუსტონ.
bidza.
03 მარტი 2019 04:22
4
პირიქით სამხრეთელებს ჭირდებათ ეს ტურნირი, ფული აღარ აქვთ და საერთოდ გაკოტრება ემუქრებათ.
Piper
03 მარტი 2019 19:56
0
Yvelgan masonebi ratom lideroben amati fulisti ddsc....
Emigranti
03 მარტი 2019 02:33
4
ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს ჩვენნაირმა დაჩაგრულმა ქვეყნებმა.რომ გააპროტესტოს და შეცვალოს ეს იდეა. თუმაინც არ გამოვიდაა ეს, მაშინ როგორც არ უნდა ველოდებოდეთ მსოფლიოს, ქომაგებმა ძაან დიდი პროტესტი უნდა გამოვხატოთ და რაც არ უნდა მძიმე იყოს უნდა მოვითხოვით არ გამოსვლა მსოფლიოზე,რადგან არ ესმით ვიღაცეებს რასაც აპირებენ, და ეს პრეცედენტი უპრეცედენტო იქნება და უდიდესი შავი ლაქა რაგბის ისტორიაში
ქომაგი
02 მარტი 2019 23:42
1
გეუბნებოდით მე თქვენ ამერიკის მიღება უნდათ მეთქი საქართველოს და რუმინეთის მაგივრად და ჩვენ რო ამერიკას ვუგებდით მაგარ ბარიერს ვუკეთებდით მაგაში. მაგიტომ იყო გასვლაზე რომ მოვუგეთ და ეგრევე რევანში დაგვინიშნეს. ეგენი თუ გინდათ გაიგოთ რა ხალხი არიან “ნიუ იორკის ბანდებს” უყურეთ ინგლისელები იგივე რუსები არიან ირლანდიელები ქართველები.
1
02 მარტი 2019 18:07
6
სიმართლე გითხრათ დავიღალე ამდენი წუწუნის მოსმენით ბიძინას ფულის მეტი რა აქვს ხო უვლის რაგბს ხოდა გაერთიანდეს უცხოელებთან და ჩაუყაროს საფუძველი ? ბრაზილია,რუმინეთი,ესპანეთი,ურუგვაი,კანადა,ნამიბია,ფიჯი,სამოა,საქართველო და ჰონ კონგი ბიზნესისთვის მორჩა დაამთავრეთ იფიქრეთ ალტერნატივაზე ასეთი სასტავით განვითარდებით ყველანი აშკარა აუცაიდერი კანადა და ჰონ კონგი დანარჩენების მოგება ოი არ იქნნება ადვილი ასე რომ მონდომება თქვი თორე შოტლანდიას რომ არ ვეთამაშოთ არ მოვკვდებით .წესებს ვიცავ ნუ კიდებ ჩემ კომენტარებს ხელს ადმინ რაც მოგწონს იმას რომ ატარებ მაცალე ადამიანურად გამოვხატო ჩემი აზრი შემდეგში წერილობით გამოვხატავ პრეტენზიას
NIGHT
02 მარტი 2019 17:43
17
ასეთი მიდგომებით ნუთუ ვერ ხვდებიან რომ საერთოდ შეაზიზღებენ ხალხს რაგბს, ამ მართაც ვაჟკაცურ თამაშს ვიღაც უგუნურები მართავენ. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ის ვაჟკაცი ბიჭები ვინც თამაშობენ რაგბს იმ ნაკრებებში ვინც 12 რჩეული უნდა შეადგინუნ ხმას არ ამოიღებენ. არგენტინელებმა უკვე რახან გამოთქვეს უკმაყოფიება, დარწმუნებული ვარ სხვებიც გააკეთებენ კომეტარს. საინტერესო სად აეის ინგლისის ნაკრები და მისი მწვრთნელი? ის ხომ ჩვენი ფანი იყო ვითომ და თუ ვარჯიში უნდათ ამდენჯერ ჩვენთან რატომ არ უნდათ პერსპეკტივაში მაინც ვეთამაშოთ?
Geo_Dinamo
02 მარტი 2019 17:21
1
აქ ნაკრების მწვრთნელებზე არ არის საუბარი და მათ არც არავინ ეკითხება. არგენტინელი აუგუსტინ პიშო არის მსოფლიო რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ამიტომ არის მისი პოზიცია ღირებული.
კოტე
05 მარტი 2019 10:33
0
ესენი ესე რაგბს გაანადგურებენ და აღმოჩნდებიან ყველა ერთად ფსკერზე ბოლოს
T.q
02 მარტი 2019 14:29
1

სიახლეები პოპულარული