საქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბელგიას 46:6 მოუგო.

ბელგიის ნაკრებს სახლში უკანასკნელი სამი შეხვედრა მოგებული ჰქონდა და წარმატებული სერიის გაგრძელებას გეგმავდა, "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა კი ბრძანა, რომ ისევე უნდა ეთამაშათ, როგორც ინგლისში ივარჯიშეს და არამარტო უნდა მოეგოთ, არამედ ეს ლამაზი თამაშით მოეხერხებინათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა მეტოქე, ოთხი ლელოც დადეს (გოგიჩაშვილმა, ნემსაძემ, ცუცქირიძემ და მოდებაძემ), მათიაშვილმა კი ოთხიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა. მასპინძლებმა ერთი საჯარიმო გაიტანეს და პირველი ტაიმი 3:22
დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგიელებმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირეს, რასაც ძნელაძის,  ცუცქირიძის, აფრასიძის და თხილაიშვილის ლელოები და აფრასიძის ოთხიდან ორი გამოყენებული გარდასახვა მოჰყვა.

"ბორჯღალოსნებმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 46:6.

საქართველოს ნაკრები შემდეგ ტურში, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ სასწრაფოდ არი შესაქმნელი რაღაც რაც საშუალებას მოგვცემს ვითამაშოთ საერთო ტურნირი ფიჯისთან სამოასთან ტონგასთან აშშს თან თუნდაც კანადაც იყოს წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ცალი ხელით გვიჭირავს,
ako
03 მარტი 2019 18:59
1
ეგეტი გუნდები არ უნდა ტამასჰობდნენ ცჰვენტან.
sdfffff
03 მარტი 2019 18:12
1
მადლობა ბიჭებს ბოლომდე თავდადებული ბრძოლისათვის!მაგრამ ერთი რამ თვალში საცემია-ხელით სწრაფ თამაშს ახლა რატომ ვიწყებთ??? მელიტონ ბატონო აქამდის სად იყავით?
გიოშა
03 მარტი 2019 10:21
4
იმ ხალხით ვინც ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჯაჯგურა და ძალაზე დამოკიდებულ თამაშს თამაშობდა ძნელია მოაშლევინო და გადაიყვანოს ხელდახელ თამაშზე აქამდე სრულიად მორკინალებზე იყო აგებული თამაში მაგრამ წამოვიდა ახალი თაობა ვინც ბავშვობიდან ხშირად თამაშს თამაშობს და სეშაბამისად დაიწყო მათზე ძირითადი გუნდის ბირთვის აწყობა მათზე.
დაჩი
04 მარტი 2019 23:27
0
:)დიზლაიკის დამწერთ მინდა მივმართო-რატომ...? გთხოვთ შემატყობინოთ.მინდა ვიცოდე-იქნებ მე მეშლება რაღაც.
გიოშა
03 მარტი 2019 21:26
0
თამაშის მერე, ჯგუფის ზოგადი მიმოხილვა და ცხრილიც დადეთ ხოლმე, რა უჭირს, მადლობა და ბიჭებს წარმატებები
მაო
03 მარტი 2019 08:05
0
თითქმის ყველა თამაშის მერე 9 ნომრით უკმაყოფილო ვიყავი და ისე ჩანდა რომ ჩვენი ნელი თამაში გარკვეულწილად ვასკას გამო იყო. წინა თამაშებში აფრასიძის და ბეგაძის ჩართვით თამაშში ეს უმჯობესდებოდა და ახლა ბოლომდე დავრწმუნდი რომ ბეგაძით და აფრასიძით გუნდის შეტევა გაცილებით სწრაფი და მოძრავია ვიდრე ლობჟანიძით. შეცდომები კვლავ თვალშისაცემია (სხვები არ გვაპატიებენ), სწრაფი გადალაგებები გვჭირდება, ვასკამაც უნდა მოუმატოს და მართლა კარგი გუნდი დადგება.
???
03 მარტი 2019 00:44
6
საამაყო ქართული გარბის სამყარო! მსოფლიოსათვის კიდევ უფრო ფიზიკა- მომზადებაა საჭირო ...რაც შეიძლება ნაკლები შეცდომის დაშვებისათვის. მათიაშვილი აღარ იზრდება (დაცვაშიც სუსტია) , აბჟანდაძე გაცილებით სტაბილურია ჯარიმებში. ფიჯის მძლავრ გუნდს რაქებში სისწრაფით და ძალიამ მჭირდო და მძლავრი კონტაქტებით უნდა დავჯაბნოთ- მით ფსიქოლოგიური წნეხში მოვაქციოთ და მოვუგებთ, ანუ ფეხით ა რ უნდა ვეთამაშოთ და ...იგივე უელსთან!
გლახუნა
03 მარტი 2019 00:21
3
საინტერესო მატჩი იყო!!! მგონი ეს ის შემადგენლობაა რომლითაც მსოფლიოზე უნდა წავიდეთ! როგორც იქნა მიხვდა მელიტონა რო წინა შეხვედრებში 9 ნომრის თამაში პირდაპირ რო ვთქვათ იყო ამაზრზენი(ბურთის უნელესი გამოტანით და წინ უაზრო დარტყმებით) ბეგაძეს გამოტანილი ბურთები იმდენად სწრაფი იყო რო ჩვენი ბიჭები მიჩვეულები ძველ ნელ გამოტანას...ვერც იღებდენ ნორმალურად სწრაფ პასებს..მაგრამ მერე დაამუღამეს!! არცერთი უაზრო გადაგდება ფეხით ბირთის წინ!!! ახალგაზრდები ლომები!!! მათიაშვილს ბევრი გაუცდა და მისი მონდომება ამ თამაშში დასაფასებელია...შეცდომები ჰქონდა მაგრამ არაფერი.... და კარკაძე ხო საოცრება--კვაჭია თუ ცხრა ნომერი ვერ გაიგებ რა პასები აკეთა!!!!
სპორტ ფაზა
02 მარტი 2019 21:57
10
ბურთი სწრაფად იმიტო გამოქონდათ რო ბელგია იყო და არა რუმინეთი და რაქშიც ისწავლა შებოჭილმა ბურთის გამოწევა აღარ ეუტება ასე რომ 9ნომერს უადვილდება აღარ ჭირდება ამოჩიჩქვნა.
ბეგაძეს სისწრაფის გამო არ იყო ბურთის ვარდნა უბრალოდ ფეხებში აძლევდა პასს და როცა აწია ზემოთ დაიწყეს დაჭერა.
Me
02 მარტი 2019 23:42
5
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას,დამაჯერებელ გამარჯვებას,მაგრამ სიმართლე გითხრათ,მაინც უფრო მეტს ველოდი.გასაგებია,აქცენტი ხელით თამაშზე გადავიტანეთ და ინგლისელებთან ნავარჯიშების რეალიზება ვცადეთ,თუმცა ტექნიკური წუნი საკმაოზე მეტი იყო და ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებსაც ვიღებდით.მეორე ტაიმის პირველი 15-20 წუთი კი თითქოს მიმართულება დაკარგულები ვთამაშობდით,მთლიანად ავირიეთ.მხოლოდ შეცვლებმა შეცვალა თამაშის სურათი.კარგია,რომ აუტებში მოვუმატეთ,თუმცა გამომცდელიც სუსტი გვყავდა,ცხადი მინუსი კი ის იყო,რომ რვიდან ხუთი გარდასახვა გავაფუჭეთ და ჯარიმების აუტში გადაგზავნისასაც ვერ ვიყავით საკმაოდ ზუსტები.სხვათა შორის ეს,წინა თამაშებშიც იგრძნობოდა,დღეს კი კიდევ უფრო აშკარად.მათიაშვილი აშკარად ჯერ ვერ არის ფორმაში და ისედაც,თითქოს შეუნელდა ზრდა.გელა აფრასიძესაც გაუფუჭდა გასატანი გარდასახვა,არადა თითქოს არ ჩანდა ისეთი ქარი.ასეა თუ ისე,საკმაოდ სოლიდურად გავიმარჯვეთ და ვარჯიშიც კარგი გამოუვიდათ ბიჭებს.მოუთმენლად დაველოდები მომდევნო თამაშებს და განსაკუთრებით რუსებთან შეხვედრას.აი იქ კი, დარწმუნებული ვარ,ჩვენი ბიჭები შეეცდებიან რუსები დააშოშმინონ და ამბიციები დაუცხრონ.
სოსო
02 მარტი 2019 21:22
9
გეთანხმები სოსო,მეტი სათამაშო დისციპლინა და ნაკლები შეცდობი გვმართებს,მსოფლიო თასამდე ხომ არც ისე დიდი დრო დარჩა.
გიოშა
03 მარტი 2019 10:07
3
ბატონო სოსო - "я был строг с людьми но нежен с лошадьми!" (https://coub.com/view/dg767)
პიპინია ერისთვი
03 მარტი 2019 00:38
2
ყველა გამოხმაურება
კიდევ ერთხელ გმადლობთ და მადლობა ამდენი სიხარულისათვის!!!
tngh
02 მარტი 2019 21:05
1
გენაცვალეთ ქართველებო!!!!!
ფშაველი
02 მარტი 2019 21:01
1

სიახლეები პოპულარული