გოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ იმაზე გააკეთა განცხადება, რომ 12-გუნდიანი ელიტური ტურნირის ჩატარებას გეგმავენ და მასში "ბორჯღალოსნებისთვის" ადგილი უახლოესი 10 წლის განმავლობაში არ იქნება.

"რაგბის ყველა მოყვარული არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით შესძრა გასულ კვირაში გავრცელებულმა ინფორმაციამ. ეს პროექტი შეუძლებელია ვინმესთვის მისაღები იყოს, გარდა ცხვირაპრეხილი რეტროგრადი ჩინოვნიკებისა, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. მსოფლიო რაგბის გარკვეული ჩინოვნიკების თავებში მომწიფებული ეს აზრი აბსოლუტურად მიუღებელია ყველასთვის.

ჯერ კიდევ 2016 წელს მსოფლიო რაგბმა იმსჯელა რაგბის განვითარების ერთ-ერთ ვერსიაზე და გარანტია მოგვცა,
რომ 2020 წლიდან გვექნებოდა საშუალება პირველი ეშელონის გუნდებთან ყოველწლიურად 2 მატჩის ჩავატაროთ და ერთ-ერთი აუცილებლად საქართველოში გაიმართებოდა. ეს იმ მომენტისთვის ჩვენ კარგად არ მოგვეჩვენა, მეტს ვითხოვთ, მიგვაჩნია, რომ ინტეგრაციისთვის უფრო სწრაფი ტემპია საჭირო, მაგრამ რაც ეხლა გაცხადდა, ამასთან შედარებით საერთოდ სამოთხეა.

ეს ყოვლად მიუღებელია. მინდა დაგამშვიდოთ. ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან, კულისებიდან. ჩვენ ცვლილებებს მივესალმებით, მაგრამ არა ასეთს, რომელმაც განვითარება შეიძლება ჩაკეტოს და სიბნელეში წავიდეს. პირველივე წუთიდან, რაც ეს გაცხადდა, ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი ჩვენს კოლეგებთან, სხვა ქვეყნების რაგბის კავშირების ხელმძღვანელებთან, მსოფლიოსა და ევროპის რაგბის წამყვან სპეციალისტებთან. დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. ამას ვიმედოვნებ შემოუერთდებიან რაგბის წამყვანი ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე წარმომადგენლები.

ვიცით, რომ ძალიან ნერვიულობთ, ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ არა ვართ მსოფლიოს რაგბის რიგითი წევრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ ოფიციალურ და არაოფიციალურ ყველა კავშირს, ყველა საშუალებას, რათა რაგბი განვითარდეს და არა გაჩერდეს და სტაგნაცია განიცადოს. რაგბის ფასეულობების ხელყოფის უფლებას არავის არ მივცემთ".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველაზე რადიკალურ ნაბიჯზეც არ უნდა დავიხიოთ უკან.
სოსო
04 მარტი 2019 23:49
0
ყველა ხერხი უნდა იქნას გამოყენებული! ბოიკოტის სხვადასვა ფორმები! ცუდი იქნება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისაც კი!
ზურა
04 მარტი 2019 23:15
2
ეგ დაღუპავს რაგბს. 12 ქვეყნის სპორტად დარჩება მხოლოდ და რა წარმატებასაც ბოლო წლებში მიაღწია, წყალში ჩაიყრება.
???
04 მარტი 2019 23:08
0
ერთი გუნდი ვართ
ირაკლი
04 მარტი 2019 22:44
1
შეიძლება ბევრს არ მოეწონოს რასაც ვიტყვი მაგრამ თუ ეს ასე მოხდა აჯობებს საერთოდ გავაუქმოთ რაგბი, რეალურად უამრავი პერსპექტიული ბავშვი დადის რაგბიზე და ჯობია ისინი სხვა სპორტებზე გადავანაწილოთ და იქ მივაღწიოთ შედეგს. თორემ აბა რა აზრი აქვს ქვეყნის გამორჩეული ბავშვები იმ სპორტზე გვეხარჯება რომელშიც ასეთ პირობებში ვერასოდეს დავდებთ შედეგს
iceman
04 მარტი 2019 22:33
42
მსოფლიოს ბოიკოტი გამოუცხადოთ ჩვენ მაროკომ ფიჯიმ და კიდე რამოდენიმე ქვეყანამ. მაინც რა აზრი აქვს მაინც სულ ერთმანეთს უნდა ეთამაშონ ეგენი. ამერიკა რატო და არა საქართველო მაროკო. არგენტინაზე ხო არაფელს ვამბობ სად ამერიკა და სად არგენტინა რეგბში
გოგა
04 მარტი 2019 22:30
6
რა მაროკო??
Geo
05 მარტი 2019 03:44
0
Magati masoni dssc....
Emigranti
04 მარტი 2019 21:52
0

სიახლეები პოპულარული