"მსოფლიო ლიგა" - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [VIDEO ქართული გახმოვანებით]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემდეგ კვირაში ირლანდიის ქალაქ დუბლინში შეხვედრები გაიმართება, რომლებზეც დაანონსებული ყოველწლიური რაგბის გლობალური ტურნირის ბედი გადაწყდება.

მანამდე კი რაგბის ხელმძღვანელობა ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ტურნირის სტრუქტურისა და ფორმატის შესახებ ზოგად ინფორმაციას ავრცელებს.

პროექტის თანახმად, "მსოფლიო ლიგა" სამ კონფერენციად დაიყოფა და შეიქმნება - "ევროპული" და "დანარჩენი მსოფლიოს" 12-12-გუნდიანი კონფერენციები.

ჩვენთვის ინტერესს ევროპული კონფერენცია წარმოადგენს, სადაც გუნდები ორ დივიზიონად დაიყოფა.

პირველში დივიზიონში "ექვსი ერის" წარმომადგენლები, მეორეში კი საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია მოხვდებიან.

თითოეული ქვეყანა ერთხელ შეხვდება თავისი კონფერენციის ყველა გუნდს. ეს
მატჩი შინ იქნება თუ სტუმრად, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ფორმატი გავარდნასა და აღზევებასაც ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, მეორე დივიზიონის საუკეთესო ქვეყანა პლეი-ოფში პირველ დივიზიონში ბოლო ადგილზე გასულ ქვეყანას შეხვდება. ანალოგიურად, მეორე დივიზიონში ბოლო ადგილზე გასული ქვეყანა დივიზიონში დარჩენისთვის მესამე დივიზიონის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება.

ვრცელდება სხვა ზოგადი ინფორმაციაც, რომელიც, სავარაუდოდ, დუბლინში გასამართ შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს.

  • ერთა ჩემპიონატი (იგივე მსოფლიო ლიგა) პირველად 2022 წელს ჩატარდება
  • "ექვსი ერი", "რაგბის ჩემპიონატი" და "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები" საკუთარ კალენდარს შეინარჩუნებენ
  • თითოეული კონფერენციის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალურ წყვილებს ჩამოაყალიბებს, მათში გამარჯვებულები კი გრანდ-ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ
  • "მსოფლიო ლიგა" ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო ჩემპიონატის წინა და შემდეგ წლებში ჩატარდება. "ლომების" წელს ტურნირი შემოკლებულ ვარიანტში, გავარდნისა და აღზევების გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის წელს კი საერთოდ არ გაიმართება
  • სამაუწყებლო უფლებები კოლექტიურად გაიყიდება, რაც პოტენციურ მოგებას გაზრდის
  • ტურნირის შედეგად მოხდება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების კვალიფიკაციისა და განთესილი გუნდების განსაზღვრა
  • 2027 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატი მონაწილეების რიცხვის გაზრდა 24-მდე იგეგმება

altრევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს - მსოფლიო რაგბის პროექტი და ისტორიული შანსი საქართველოსთვის!

altStuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"

alt"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა

altგოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

მკითხველის კომენტარები / 29 /
ამ ლიგით - ეროვნული ნაკრებებით- რაგბი ფეხბურთს გადაასწრებს და ნომერ 1- ლი სპორტი შეიქმნება ავტორიტეტით და პოპულარობით(!) მერწმუნეთ ... სამყაროს უყვარს მამაცი, შეუპოვარი, ღირსეული ადამიანები- სპორტსემენები და არა ფულით ნაყიდი სპორტი და მით გაყიდული ადამიანები (ეროვნულ ნაკრებში ფულით ვერავინ შეიყვანს სპორტსმენს!!)
გლახუნა
10 მარტი 2019 19:20
8
პირველ რიგში ვერანაირად დავეთანხმები აზრს, რომ პლეიოფი 4 წელიწადში ერთხელ გვექნება, ეს ტურნირი 4 წელიწადში ორჯერ (მსოფლიო ჩემპიონატის წინა და შემდგომ წელს) ტარდება, შესაბამისად ორჯერ გვექნება შანსი 6 ერში შეღწევის, და თუ შევაღწიეთ ექვს ერში, მინიმუმ ორი წელი მასში დავრჩებით, გააჩნია რომელი წლის პლეიოფს ვითამაშებთ მომგებიანად, მინიმუმ ერთხელ და მაქსიმუმ 2ჯერ გვექნება სამხრეთის ბობოლებთან გაჯიბრების შანსი შემდგომ ორ წელიწადში. ჩვენს სასარგებლოდ ისიც იქნება, რომ პლეიოფის წინ გვექნება ყველაზე რთულ მეტოქეებთან გამოცდილების შესაძენად თამაშები - ტონგა, სამოა, აშშ, ნამიბია, ურუგვაი, ასე რომ იტალიისთვის საკმაოდ მომზადებული ვიქნებით. მთავარია ერთხელ გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ელიტაში დიდი ხნით დარჩენის დიდი შანსია.
რაც შეეხება მანამდე პერიოდს: წელს გარანტირებულად გვაქვს 4 უმაღლესი დონის მატჩი პლუს ფიჯი და ურუგვაი, 2020 და 2021 წლებში ფედერაციამ უნდა იყოჩაღოს, რაც შეიძლება მეტი ძლიერი ტესტი უნდა გავჩარხოთ იგივე კუნძულელებთან ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პლუს მინიმუმ ერთი ექვსი ერის გუნდი.
ყველაზე მთავარი არ უნდა გამოგვრჩეს დიდი ათიდან მინიმუმ ერთი გუნდი უნდა მოვახდინოთ ჩელენჯ ქაფზე და კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმა რაცაა: ფრენჩაიზი ტოპ 14ში ან კელტების ლიგაში, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარტო ეს ბოლოც გვეყოფოდა იტალიის ტოლსწორად გამოსვლისთვის!!!
თორნიკე
10 მარტი 2019 01:14
0
გეთანხმებით ბატონო რამაზ! რახან ეს ტურნირი 6 ერთან კავშირში არ არის, მაშინ რეიტინგის მიხედვით ევროპის 1-ლ დივიზიონში ჩვენ გვეკუტვნის ადგილი და არა იტალიას! ასეა რეიტინგის მიხედვით და რეიტინგს ეგენი ადგენენ და კეთილი ინებონ დაა თავისავე შედგენბილი რეინტის მიხედვით დაალაგონ! არ ვამბობ სწორს?!!
bs
09 მარტი 2019 23:10
0
ტექსტში შეცდომის გასწორების საშუალება უნდა მოგვეცეს.შეცდომით დაწერილი დიზლაიკის გასწორების საშუალებაც.ბატონო ვახო ბოდიშს გიხდით.
გიოშა
09 მარტი 2019 17:47
0
რა ვერ გაიგეთ ევროპაში იქნება სამი დივიზიონი 1. ექვსი ერის ქვეყნები. 2. ჩვენი რაგბი ევროპა . 3 დანარჩენი 16 ნაკრები ევროპაში. წელიწადში გვექნება 11 თამაში ხუთი ჩვენი დივიზიონის წევრებთან და ექვსი პირველ დივიზიონთან ანუ ექვსი ერის ქვეყნებს შევხვდებით ყველას თითოჯერ და ეს არის ცუდი?ჯერ წაიკითხეთ გაიგეთ და მერე ილაპარაკეთ
ვახო
09 მარტი 2019 13:55
3
ბატონო ვახო ჩვენთვის ცუდია ევროპის პირველი ეშელონის გუნდებთან შეხვედრა??? იშვიათად რომ ხვდებოდით ხოლმე ის უფრო ცუდი არ იყო? რისი შანსიც გვეძლევა იმით უნდა დავკმაყოფილდეთ.
გიოშა
09 მარტი 2019 17:19
0
მაპატიეთ,მაგრამ ვერაფრით დაგეთანხმებით,რომ ეს ახალ ტურნირი რაიმე სიკეთეს არ მოგვიტანს.როგორაც არ უნდა იყოს შანსი გვეძლევა ევროპის პირველი ეშელონის გუნდებთან თამაშის,რისი საშუალებაც იშვიათად თუ გვქონდა! რა თქმა უნდა სჯობს ექვს ერში რომ მოვხვედრილიყავით და იქ გვეთამაშა,მაგრამ სულ არაფერს მსოფლიო ლიგა ჯობია.
გიოშა
08 მარტი 2019 21:06
0
ეგრე გამოდის ზუსტად, პირველ ეშელონთან აღარ გვათამაშებენ, ესეც არ იკმარეს და ფიჯისთან და იაპონიასთანაც ვეღარ ვითამაშებთ. დაგვრჩა ისევ ისინი ვისთანაც აქამდე გვიწევდა თამაში...მე ნაღდად არ მგონია რომ ეს ფორმატი საჩვენოდ კარგის მომტანია. განვითარებისთვის მაგარი თამაშები გვჭირდებოდა, ეხლა კიდევ საწინააღმდეგოს ვიღებთ, იმის ნახევარი თამაშები რაც დღეისათვის გვაქვს (მინუს 2 თამაში 6 ერის გუნდთან და მინიმუმ თითო თამაში ფიჯისთან და იაპონიასთან). ერთადერთი პლიუსი ის არის რომ 4 წელში ორჯერ იტალიასთან მოგვიწევს თამაში, რაც თამაშზე მეტი იქნება! მოედანზე მართლა ომი იქნება, აბა ისე მაგ თამაშებს არ მოგვაგებინებენ. ისე ჩვენმა პატარებმა თუ შეძლეს მსოფლიოზე სამჯერ დარჩენა, ეგება და ეროვნულმაც მოახერხოს იტალიელების გადავლა!:)
iraklis
08 მარტი 2019 13:28
3
წელიწადში ორი თამაში უნდა გვქონოდა გრანდთან. ამ მოდელით თუ ვერ ავღზევდით ორ წელიწადში ერთი თამაში გამოგვდის ექვსი ერის ერთ გუნდან. ასე არ გამოდის?
ირაკლი
08 მარტი 2019 10:22
2
არის,აღსრულდა ოცნება! ვულოცავ მთელ საქართველოს,პირველ რიგში ქართულ სარაგბო სამყაროს:ბატონ გოჩა სვანიძეს,ბატონ მილტონ ჰეიგს და ბორჯრალოსნებს!
ღრმად მჯერა,ჩვენი მორაგბეები დაუმტკიცებენ მთელ მსოფლიოს,რომ შეგვწევს ძალა ტოლსწორად დაუპირისპირდეთ პირველი ეშელონის გუნდებს! შეიძლება თავიდან ასე არ მოხდეს,მაგრამ ეჭვი არ მეპარება,რომ იტალიის ნაკრებზე უფრო მოკლე ხანში ქართული ჯიგრით დავამარცხებთ ელიტური სარაგბო ქვეყნების ნაკრებ გუნდებს!

გიოშა
08 მარტი 2019 02:56
4
ბატონო სოსო სწორედ რომ აგვიხდა ოცნება ევროპის პირველი ეშელენის გუნდებთან თამაშის! კარგად მოისმინეთ და მიხვდებით.
გიოშა
08 მარტი 2019 12:30
1
რა ოცნებაზე ლაპარაკობ,გიოშა.თუ მე გავიგე ყველაფერი სხვანაირად?სიტყვიერ განმარტებას უყურეთ?მე ის აზრი გამოვიტანე,რომ ჩვენ მოგვიწევს მეორე ეშელონის გუნდებთან შეხვედრები ჯერ ევროპის ჩემპიონატის გუნდებთან,შემდეგ კი ტესტების ნაცვლად ოკეანიის და დანარჩენი მსოფლიოს მეორე ექვსეულთან.პირველი ათეულის გუნდებს მხოლოდ მსოფლიოს თასზე თუ შევხვდებით 4 წელიწადში ერთხელ და ასევე 4 წელიწადში ერთხელ,6 ერის ბოლო ადგილოსანს.ესეც იმ შემთხვევაში,თუ რაგბი ევროპას მოვიგებთ,ან მსოფლიოს თასზე გავალთ.როგორ გგონია,თუ ელიტარულ გუნდებთან თამაშის საშუალება არ გვექნება,ისე განვვითარდებით,რომ 6 ერის აუტსაიდერს დავამარცხებთ?ეს ხომ აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი და ასეცვე სხვა განვითარებადი ქვეყნების დონის დეგრადაციას.ჩემი აზრით,კიდევ უფრო მკაცრი პროტესტია გამოსაცხადებელი,ამ იდეის ავტორების გადადგომის მოთხოვნით და მსოფლიოს თასის ბოიკოტის ძალიან რეალური მუქარით.თუ ეს პროექტი გავიდა,დიდ რაგბიში ჩვენ აღარაფერი გვესაქმება,ვეღარასოდეს შევაღწევთ იქ.
სოსო
08 მარტი 2019 09:38
2
დღევანდელი მდგომარეობით ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ტურნირები ერთმანეთთან კავშირში არ არიან. მსოფლიო რაგბი ერთა ლიგის სახით სრულიად დამოუკიდებელ ტურნირს (ორ წელიწადში ერთხელ) აანონსებს, რომლის გვერდითაც ძველი ყოველწლიური ტურნირები შენარჩუნდება. მსოფლიო რაგბი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნაკრებების რეიტინგებს და პროექტში დანარჩენი მსოფლიოს 6 საუკეთესოში იაპონია და ფიჯი სწორედაც რომ მაღალი რეიტინგის გამო მოიაზრება. ჩვენ (ანუ ფედერაციამ) ბუნებრივად უნდა დასვას საკითხი და მოითხოვოს რომ პირველ ერთა ლიგის ევროპის უმაღლეს ეშელონში ექვსი უმჯობესრეიტინგიანი ნაკრები უნდა იყოს წარმოდგენილი, ანუ დღევანდელი მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ იტალიის ნაცვლად საქართველო. რეიტინგი ძალიან სერიოზული არგუმენტია, უნდა გამოვიყენოთ, ვიბრძოლოთ და იქნებ იმას მაინც მივაღწიოთ, რომ პირველ ერთა ლიგის უმაღლეს ექვსეულში მოსახვედრად იტალიასთან გვათამაშონ - დაე ადგილი ღირსეულმა დაიკავოს.
რამაზ
08 მარტი 2019 02:05
1

სიახლეები პოპულარული