ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 17 მარტს კრასნოდარში, "ყუბანის" სტადიონზე რუსეთთან გასამართი 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ გერმანიასთან 52:3 გამარჯვებულ შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა - ორი ხაზში და სამიც შერკინებაში.

ორი ცვლილება ხაზში

9 ნომრის პოზიციაზე ძირითადში ვასილ ლობჟანიძე ბრუნდება, რომელსაც ბელგიასთან არ უთამაშია, ხოლო გერმანიასთან მარქაფაში იყო. ის თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება, რომელიც ნაკრებში ზედიზედ მეშვიდე მატჩს იწყებს. ამ წყვილით თამაშები შარშან ნოემბერში სამოასთან და ტონგასთან, ხოლო წელს რუმინეთთან და ესპანეთთან დავიწყეთ.

ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და ლაშა მალაღურაძის დუეტს ვიხილავთ, ერთ ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა გერმანიასთან სამი ლელოს გამტანმა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე გიორგი კვესელაძე გამოჩნდა. სოსო მათიაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ ფრთაზე იდგა ფულბეკად ბრუნდება და ლაშა ხმალაძის ადგილს დაიკავებს.

თითო რგოლში თითო ცვლილება

შერკინების თითო რგოლში თითო ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე ზედიზედ მეექვსე თამაშს (შარშან ნოემბერში ტონგასთან და წელს რაგბი ევროპაზე) იწყებს შალვა მამუკაშვილი. ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, მარცხენა ბურჯად გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა, ხოლო მარჯვნივ ლევან ჩილაჩავა ბრუნდება.

მეორე ხაზში ძირითადშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება. მესამე ხაზი ისეთი იქნება, როგორიც ნოემბრის თიბისი სერიების სამ მატჩში იყო. ბექა საღინაძის ნაცვლად, ფლანკერად ოთარ გიორგაძე მოგვევლინება, რომელიც გერმანიასთან შემკვრელი იყო, მეორე ფლანკერად გიორგი ცუცქირიძე რჩება, ხოლო შემკვრელად ბექა გორგაძე ბრუნდება.

გამოცდილი მარქაფა

მარქაფიდან გუნდს გამოცდილი მორაგბეები გააძლიერებენ. კვაჭის პოზიციაზე თადარიგში ზურაბ ჟვანიაა, ხოლო ბურჯები ახალგაზრდა გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე.

მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შალვა სუთიაშვილი და გიორგი თხილაიშვილი შევლენ. მათი კეპების ჯამური რაოდენობა 123-ია.

9 ნომრის თადარიგშია გელა აფრასიძე, ხოლო ხაზში ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა შევლენ.

კეპებს დაამრგვალებენ

კაჭარავა კრასნოდარში 114-ე კეპს მოიხვეჭს და ყველაზე მეტი კეპის მქონე მერაბ კვირიკაშვილთან ჩამორჩენას მინიმუმამდე დაიყვანს. 90-ე სანაკრებო თამაშს ჩაატარებს ნემსაძე.

75-ე კეპს მოიხვეჭს სუთიაშვილი, ხოლო თხილაიშვილისთვის რუსეთთან მატჩი 50-ე იქნება. ნაკრებში მე-40-ე თამაშს ატარებს ზურაბ ჟვანია, გიორგაძეს კი მისი ნახევარი, 20 უგროვდება.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამური რაოდენობა 520-ია, საიდანაც 280 მორკინალებზე, ხოლო 240 ხაზის მოთამაშეებზე მოდის.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

oto
რუსეთი საქარტველოსტან შედარებიტ საგრძნობლად განვითარდა.ჩვენ 2011 მსოფლიოს მერე ერთ ადგილს ვტკეპნით.სასწრაფოდ თუ 6 ერში არ მოვხვდით ასე გაგრძელდება, გერმანიასთან და მისნაირ გუნდებთან თამაშით მხლოდ რეგრესირებას და ინერტულობას ვღებულობთ!,რაც ნათლად გამოჩნდა დგევანდელ თამაშში საქ XV -ის შესრულებით.ფედერაცია შესაცვლელია 100 % ით

9 ნომერზე ლობჟანიძე ვერაფრით ჯობია აფრასიძეს და ბეგაძეს. შეანელებს თამაშს. ალბათ ისედაც ნელი ტემპი იქნება და ამიტომ აყენებს. ჰეიგია მწვრთნელი და ასეა ალბათ სწორი, უბრალოდ მე ბეგაძით და აფრასიძით თამაში მომწონს, გაცილებით დინამიურია.
კოტე
ჟვანიამ კარიერა კვაჭობით დაიწყო, რამდენჯერმე დავწერე აქ რატომ არ ცდიდნენ მას კვაჭად... ყველა ეს თამაშები ხომ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელია და რა მიხდა თუ გამოხდიან ? პირველ ნომერზე რეალურად მე-3-4 კაცია და ჰუკერზე აშკარად არ გვაქვს სიღრმეები. კარკაძე ძალიან ახალგაზდაა და 2 კაცის მეტი არცვგვყავს ამ პიზიციაზე. ჰუკერის პოზიცია აშკარად ყველაზე სუსტი რგოლიავჩვენს შერკინებაში. სისმივნებით ვნახავდი ჟვანიას გარღვევებს ჰუკერის პოზიციიდან
გლახუნა
შეიძლება ვცდები , მაგრამ მათიაშვილი დაცვაში არასაიმედო მგონია , ვნახოთ, ვნახოთ. საკვირველია ფრუიძეს რატომ არ იწვევს ნაკრების ხელმძღვანელობა, სასტარტო სიჩქარე ყველა უკანა ხაზზე სწრაფი აქვს , მცირე ხაზზე სწრაფი მანევრები - ც აქვს ,ფიზიკურადაც ძლიერად გამოიყურება, დაცვაში უჭირს მაგრამ ...მაინც ასე მოკვეთა - რატომ ?!
სოსო
ჟვანია კვაჭის პოზიციაზე?ამას წინათ მისი დარტყმული ჯარიმები ვნახე ვარჯიშზე,ისეთი კუთხიდან და ისეთი მანძილიდან გაიტანა ორიდან ორი,რომ ვერც ერთი დამრტყმელი ხელაღებით ვერ იტყვის,გავიტანო.ახლა კვაჭობა...მაგისი გარღვევები ხომ მსოფლიომ იცის და მალე,ალბათ 9 ნომერზეც ვიხილავთ.მიდით ბიჭებო,ისე უნდა ითამაშოთ,რომ რუსებს,გამარჯვების იმედი, კიდევ კაი ხნით დაუკარგოთ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
"ლორიანმა" შანსები ვერ გამოიყენა - პსჟ-მ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
15-ქალა | პორტუგალიასთან ახალი სახეებით
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
UEFA-მ ბათუმში მომხდარი არეულობის გამო პასუხისმგებლობა ადგილობრივ ორგანიზატორებს დააკისრა და კონფლიქტის გამოწვევის მიზეზის თავისი ვერსია დაასახელა
[PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვსგუნდიანი გახდება