"თიბისი" და "მასტერქარდი" რაგბის გულშემატკივრებს იაპონიაში გამგზავრების შანსს აძლევს

AutoSharing Option
"თიბისი" და "მასტერქარდი" რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ერთობლივ აქციას იწყებენ, რომლის გამარჯვებულები იაპონიაში გაემგზავრებიან.

ყველა, ვინც "თიბისის" ნებისმიერი "მასტერქარდით" შეიძინა ან შეიძენს ბილეთს www.tkt.ge-ზე 31 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე შოტლანდია-საქართველო, გათამაშებაში მონაწილეობს და ეძლევა შანსი, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს ან ფინალს დაესწროს.

გარდა ამისა, დღეიდან "თიბისის" ფილიალებში შეგიძლიათ აიღოთ სპეციალურად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე შექმნილი დიზაინის "მასტერქარდის" ბარათები.

რაგბის თემატიკის ბარათები კიდევ ერთ აქციაში მონაწილეობს - ამ ბარათით განხორციელებულ ყოველ მე-20 ტრანზაქციაზე მფლობელები მაისურით დასაჩუქრდებიან, ხოლო ყოველ 50-ე ტრანზაქციაზე - რაგბის
ბურთით.

აქცია 30 აგვისტოს, საღამოს 20.00 საათზე სრულდება, ხოლო გამარჯვებულები, ვინც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიგო, 31-ში შოტლანდია-საქართველოს შეხვედრის დროს გამოვლინდებიან. სულ იაპონიაში 7 გამარჯვებული გაემგზავრება.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს 20 უძლიერესი გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში მეხუთედ მონაწილეობს.

®
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული