ესეც ასე - საქართველოს ნაკრების საზიანო ერთა ლიგის მკვდრადშობილმა პროექტმა კრახი განიცადა

AutoSharing Option
მსოფლიოს რაგბის საიტი იუწყება, რომ ერთა ლიგის პროექტი არ განხორციელდება.

შეგახსენებთ, ამ პროექტის მიხედვით 12-გუნდიანი ჩაკეტილი ტურნირი უნდა გამართულიყო, რომელშიც მონაწილეობას ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ფიჯი (ან აშშ), იაპონია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა მიიღებდნენ და გავარდნა-აღზევების სისტემას გათვალისწინებული არ იყო.

გადატვირთული კალენდრის გამო ეს პირველ რიგში წამყვან სარაგბო ქვეყნებს არ აწყობდათ და მკვდრადშობილი პროექტი არ განხორციელდა.

საქართველოს რაგბის კავშირი თავიდანვე დაუპირისპირდა აღნიშნულ პროექტს და "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მის წინააღმდეგ გაილაშქრა.

altმილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი

ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!

altგოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

alt"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა

altStuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"



მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიანაც კარგი ! კი ბატონო, შექმნან რაღაც მსგავსი, ოღონდ დაქვეითება / აღზევებით ჩაატარონ ... რატომ უნდა დაიჩაგრონ ჩვენი ბიჭები?! თუნდაც ფიჯი ან სამოა... თუ კი ხშირად გვათამაშებენ ,,გრანდებთან" თუნდაც სატესტო თამაშებს , ყველა დაინახავს , რომ მათ დონეზე თუ ვერ ვართ, ბევრად არც ჩამოვრჩებით(ეს ახლაც კარგად ჩანს). შორს არაა ის დრო , როცა 6 ერის ნაკრებებს მოვუგებთ. საშინელებაა, როცა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს ველოდებით, 4 წელიწადში ერთხელ , რათა მაღალი დონის გუნდებთან ვითამაშოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს ! გვიყვარხართ და გვეამაყებით !
George
05:34 20-06-2019
0
ნათქვამია "რაც არ გერგება, არ შეგერგება"-ო და სწორედ ეგ მოუვიდათ სარაგბო სამყაროს გაქსუებულ ბობოლებს. მთავარია, ჩვენ წინსვლა და პროგრესი გავაგრძელოთ!
მალე დადგება ის დღე როცა ელიტაში შევიჭრებით
სიმართლე
09:47 20-06-2019
0

სიახლეები პოპულარული