გოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით: ვიცი, გულნატკენია, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მსოფლიო თასისთვის მზადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

სვანიძემ ასევე ზურაბ ჟვანიასა და რუსეთის ნაკრების შესაძლო არჩამოსვლის შესახებაც ისაუბრა.

"დღეს გაგაცნობთ იმ გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ეს სახეები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბს და ტრავმის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, დანაკლისი არ გვაქვს. გუნდში ერთსულოვნებაა, რაც წინაპირობა უნდა გახდეს იმ წარმატებისა, რასაც იაპონიაში ველოდებით.

რუსეთის სარეზერვო ვარიანტის ძიება არ დაგვიწყია. მათ ჩვენთვის პირდაპირ არ მოუმართავთ. ეს მატჩი მათ გვთხოვეს, რომ მსოფლიოზე
დავხმარებოდით. სხვას ვერაფერს ვიტყვით. თუ უარი იქნება მათგან, სათადარიგო ვარიანტზე შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას განცხადებას, ვნახე და ძალიან შევშფოთდი და ისე აღვიქვი, რომ ვიღაც ერევა სელექციის საკითხში. ვერავინ ჩაერევა ამაში, ეს მხოლოდ მწვრთნელთა შტაბის პრეროგატივაა. პირველი, რაც ვეცადეთ, იყო გაგვერკვია, რამე ჩარევის მცდელობა ხომ არაა. ასე არ ყოფილა.

ვიცი, ზურა გულნატკენია და მისი ეს განცხადება გულიდან იყო წამოსული. ეს არ იყო კორექტული, თუმცა მესმის. მინდა წარმატება ვუსურვო კლუბში, ნაკრებში. ამით არაფერი დამთავრებულა.

სანამ აქ ვარ, სამწვრთნელო საქმიანობაში ჩარევა ვერასდროს ვერ მოხდება", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

altრუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნემსაძეს ერთი პერიოდი არ იძახებდნენ.. და თავი გაიგიჟა კლუბში, რო დაბრუნებულიყო და დაბრუნდა კიდევაც.. ერთი არ გამიგონია რამე ასეთი ეთქვას.. ჰოდა, არაა საჭირო ზედმეტების დაბრეხვა! თავისი საქმე აკეთოს ყველამ!
ქუთაისელი
09:59 02-07-2019
0
ჟვანიას არწაყვანა დიდი შეცდომა მას არაორდინალური გადაწყვეტილებები განოარჩევს კარგი ფანტაზიით გამოირჩევა ბოლობოლო შეცვლაზე შეიძლება შეშვება არამგონია რამე ფიზიკურ კონდიციებს ეხებოდეს გასარკვევია მართლაც პირად ინტერესებს ხომ არ ეწირება
კახა
19:59 27-06-2019
8

სიახლეები პოპულარული