მამუკა გორგოძე იუბილარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი მორაგბე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე იუბილარია. დღეს, 14 ივლისს გორგოძეს 35 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ნაკრების ღირსებას მამუკა 2003 წლიდან 2017 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში "გორგოძილამ" "ბორჯღალოსნების" მაისურით 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 ლელო დადო. თუმცა, მშრალი რაოდენობრივი სტატისტიკის მიღმა, ის გუნდის უდავო ლიდერი იყო.

საკლუბო დონეზე 2005-2014 წლებში ფრანგული "მონპელიეს" წევრი იყო. აღნიშნული გუნდის შემადგენლობაში ტოპ 14-ში  168 შეხვედრა ჩაატარა და 27 ლელო დადო. 2014 წლიდან კი, ასევე ფრანგული "ტულონის" წევრია, სა
დაც 72 შეხვედრის გამართვა და 8 ლელოს დადება მოასწრო.

sportall.ge-ს რედაქცია ულოცავს მამუკა გორგოძეს დაბადების დღეს და კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სიამოვნებით ვულოცავ მამუკას დაბადების დღეს.35 წელი ცოტა არ არის,მაგრამ არც ძალიან ბევრია.მამუკას კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.იმედი მქონდა,რომ ჩემპიონატზე გული არ გაუძლებდა და წამოვიდოდა,მაგრამ თავისი საქმე და ჯანმრთელობა,ჩვენზე უკეთ იცის.იმედია ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს,კიდევ დიდხანს გააგვახაროს თავისი კარგი თამაშით საკლუბო დონეზე.სწორედ ამას ვუსურვებ მამუკას,რკინის ჯანმრთელობას,მტკიცე, მოსიყვარულე ოჯახს და წარმატებას ყველა საქმეში.უდიდეს პატივს ვცემ მამუკა გორგოძეს და ყოველთვის ასე იქნება,რადგან ის არის ქართული გენი,რაგბიში განფენილი და მე,ქართველი ვარ.
სოსო
10:09 15-07-2019
0
ულოცავ მამუკას დაბადების დღეს, ვუსურვებ ბედნიერებას, ჯამთელობას, ნაკლებ ტრამვიანობას კარიერაში. ყოველთვის მისი გულშემატკივრები დავრჩებით.
Geo_Dinamo
21:17 14-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული