შაბათ-კვირას საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები პოლონეთში, ლოძში ევროპის გრან პრის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.

რადგან წელს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი იყო, გრან პრი შემოკლებული პროგრამით ტარდება. პირველ ეტაპს დაახლოებით ერთი თვის წინ მოსკოვმა უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, ამ უქმეებზე კი მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვედრას გეგმავს.

ლოძში საქართველო „გ“ ჯგუფში ინგლისის, გერმანიისა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და რუმინეთი, ხოლო „ბ“ ჯგუფში ირლანდია, უელსი, იტალია და პოლონეთი მოხვდნენ.

20 ივლისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს დროით 14:06 საათზე ინგლისთან გვაქვს; 16:51 საათზე - გერმანიას, ხოლო 19:36 საათზე რუსეთს ვეთამაშებით. სამი ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი 21 ივლისს თასის მეოთხედფინალებში ჩაერთვება, ხოლო დანარჩენი ოთხეული მე-9 ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას.

გრან პრის გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელსაც ორი ეტაპის ჯამში ყველაზე მეტი ქულა ექნება, ხოლო ბოლოადგილოსანი გაისად „ალაფაშზე“ დაქვეითდება, ოღონდ გავარდნა არ ემუქრებათ ეტაპის მასპინძლებს - საფრანგეთს, რუსეთს და პოლონეთს.

პირველი ეტაპის შემდეგ გუნდების მდგომარეობა ასეთია: საფრანგეთი 20 (ქულა), ირლანდია 18, ინგლისი 16, გერმანია 14, უელსი 12, ესპანეთი 10, პორტუგალია 8, იტალია 6, რუსეთი 4, საქართველო 3, პოლონეთი 2, რუმინეთი 1.

მსოფლიო სერიის მიღმა მყოფი ნაკრებებიდან სამი უკეთესი (ორი ეტაპის ჯამში) 2020 წელს სერიის შესარჩევ, 12-გუნდა ჰონკონგის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამ სამი საგზურისთვის იბრძვიან - გერმანია, პორტუგალია, იტალია, რუსეთი, საქართველო, პოლონეთი და რუმინეთი.

გასულ კვირას საფრანგეთში გამართული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირის შემდეგ გუნდს პოლონეთში "უმცროსი ბორჯღალოსნები" - დემე თაფლაძე და ოთარ ლაშხი დაემატნენ.

პოლონეთში ითამაშებენ:

ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მენეჯერი: სანდრო ნიჟარაძე

ფიზიო: გიორგი კანდელაკი

ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გუჯა კახაძე
ჩვენმა ლომებმა ინგლისის ნაკრები დაამარცხა ENG 12 -21 GEO გილოცავთ!
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს