2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე 50 დღით ადრე "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა მზადებას ანტალიაში განაგრძობს.

მე-9 ტურნირი 20 სექტემბერს მასპინძელი იაპონიისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება, ჩვენი გუნდი კი პირველ მატჩს 23 სექტემბერს, ტოიოტაში უელსთან გამართავს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მზადების პროცესით კმაყოფილია:

„მზადებით და ჩვენი პროგრესით კმაყოფილი ვარ. ბიჭები უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ და კარგ ფორმაში იმყოფებიან. დაძაბული სამუშაო პერიოდი მორაგბეებისთვის ფიზიკურად რთული იყო, თუმცა ყველას ესმის, რომ ასე უნდა იყოს, თუ გვსურს, იაპონიაში განსაკუთრებული მსოფლიო თასი გვქონდეს“.

ჰეიგი თურქეთში არსებულ მოსამზადებელ პირობებს იდეალურს უწოდებს და ბედნიერია, რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა:

„ბელეკში მდებარე სპორტკომპლექსი „გლორია“ ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალ დონეზე მოსამზადებლად. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა. მოედნებსა თუ დარბაზებში ყველაფერია მსოფლიო დონის ვარჯიშების ჩასატარებლად და ასეთი მაღალი დონის სავარჯიშო პირობები უფრო მეტი მუშაობისკენ გვიბიძგებს. ჩვენ ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ“.

"კინგსი" - იდეალური მოწინააღმდეგე შოტლანდიამდე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიასთან გასამართ ორრაუნდიან ტესტ-მატჩებამდე "ბორჯღალოსნები" თბილისში, „მიხეილ მესხზე“ სამხრეთაფრიკულ ფრანჩაიზს, "საუზერნ კინგსს" შეხვდება.

თამაში 27 აგვისტოს, 19:15 საათზე დაიწყება და ჰეიგი ფიქრობს, რომ "კინგსი" შოტლანდიელებთან მატჩამდე იდეალური ვარიანტია, სამი თამაში კი გუნდს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად დაეხმარება:

„დიდი მადლობა სამხრეთაფრიკულ "კინგსს", რომელიც თბილისში სათამაშოდ ჩამოსვლას დათანხმდა. ადრე ეს გუნდი ზე-რაგბიში თამაშობდა, ახლა კი პრო 14-ში რეგულარულად ხვდება ისეთ გუნდებს, როგორებიც "ლენსთერი" და "მანსთერი" არიან. შოტლანდიელებთან შეხვედრებამდე ის ჩვენთვის იდეალური მოწინააღმდეგე იქნება“.

„მსოფლიო თასამდე გასამართი მატჩები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, როგორ უნდა ვითამაშოთ იაპონიაში. ჩვენ გვექნება ახალი ვარიანტები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ამ სამი თამაშის შემდეგ ჩვენი სისტემა, ტაქტიკა და მოთამაშეები მზად იქნებიან ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

თუ იდეალურია და თუ შეგეძლოთ მაგათი მოძებნა რაღას უძვრებოდით რუსებს უკანალში???
"ბათუმს"
ბათუმის კლუბი ხომ ანგრევს პირდაპირ ევროპას, არ მოგითხოვიათ მისი მწვრთნელის გამოცვლაც? და საერთოდ ხომ არ დავცვალოთ საქართველოში ყველა რაგბის მწვრთნელი?
ლაშა
დასანახია და ვერ ხედავთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე დაბალია, და გგონიათ, რომ მწვრთნელს თუ გამოცვლი საქმეს ეშველება ახალ ზელანიასაც კი მოვუგებთ. სამწუხაროდ აი ამ ილუზიაში ხართ და წერთ არარეალურ ოცნებებს. ჩვენი წარსულისგათვალისწინებით კი ასეთ გამოცვლას ხშირად უფრო უარესი კანდიდატების მოწვევა მოჰყვება ხოლმე და არ გახდეს მერე სანანებელი. და საერთიდ მართო თქვენი გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი.
Best
რა არის დასანახი ? ის რომ მომზადებული ლეგიონერები ჩამოდიან და ესპანეთს და რუსებს უგებთ უკვე თითქმის 30 წელია!
ლევანი
როგორც ამ კომენტარიდან ჩანს დაუნახავობას საზღვრები არ ჰქონია
ბათუმი
გეთანხმებით. ამ მსოფლიოს შემდეგ უფრო მაღალი კვალიფიკაციის, ძლიერი მწვრთნელია საჭირო. უკვე დროა უფრო მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ტიერ ორის ნაკრებებს ყველა თამაში მოვუგოთ მომავალ მსოფლიომდე!
Best
ეროვნული ნაკრები ბევრად ძლიერ სპეციალისტს იმსახურებს !!!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
ჰალკმა "ატლეტიკო მინეირო" დატოვა - 39 წლის ფეხბურთელის მომდევნო კლუბი ცნობილია
"რეალი" კარვახალს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს - ესპანელი ზაფხულში კლუბს დატოვებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
შერმადინის შედეგიანობამ "ტენერიფეს" ანდორასთან" ვერ უშველა
ტრავმირებული კიტეიშვილის საგოლე პასი - "შტურმი" "ზალცბურგთან" წაგებას გადაურჩა
კიმიხი: პსჟ-სთან დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ
[VIDEO] გულიაშვილის "რასინგმა" ლა ლიგისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] გაცეცხლებული ლუის ენრიკე - ესპანელი საკუთარი ფეხბურთელის ქმედებამ გააგიჟა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში
[VIDEO] თავის სტილში - მესის ულამაზესი გოლი MLS-ში
[VIDEO] ქამბექი 1:3-დან - "ფილადელფიამ" გადამწყვეტ მატჩში "ბოსტონ სელტიქსი" დაამარცხა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის