მამუკა გორგოძე: ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი არის... [VIDEO]

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" ლეგენდარული კაპიტანი და ყველა დროის მელელოვე, მამუკა გორგოძე ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს, 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან გამარჯვებას იხსენებს.


"ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ მსოფლიო თასებიდან არის, ალბათ როცა ტონგას მოვუგეთ. ტონგასთან რომ მოვიგებდით მარტო ჩვენ გვჯეროდა და მაგ თავდაჯერებულობით გავიმარჯვეთ. არავის არ სჯეროდა, რომ ტონგას დამარცხებას შევძლებდით.


თვითდაჯერებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის და საერთოდ ადამიანისთვის. თითოეულ ჩვენთაგანს სჯეროდა, ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს სჯეროდა და გავიმარჯვეთ კიდეც", - აღნიშნა გორგოძემ.



საქართველოს ნაკრების ღირსებას მამუკა 2003 წლიდან 2017
წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში "გორგოძილამ" "ბორჯღალოსნების" მაისურით 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 ლელო დადო. თუმცა, მშრალი რაოდენობრივი სტატისტიკის მიღმა, ის გუნდის უდავო ლიდერი იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სულით ხორცამდე ქართველი ვაჟკაცია და სპორტსმენის ეტალონი.ერთი სიტყვით,თუკი სადმე დადებითი ეპითეტია,ყველაფერი მამუკასათვის მემეტება.
სოსო
03 აგვისტო 2019 13:44
0
გორგოძე არი მაგალითი ქართველი სპორტსმენისა.და საერთოდ მე ვთვლი რო რაც შეიძლება მეტი სტატია უნდა დაიწეროს და გადაცემა გააკეთონ ჟურნალისტებმა გორგოძეზე,ტალახაძეზე,ფაჩულიაზე,ლევან თედიაშვილზე,იმ სპეცნაზელზე რომელიც ჩატაევის ლიკვიდაციის დროს დაიღუპა და ასეთ გმირ და სამაგალითო ბიჭებზე.ყურები უნდა გამოუჭედოთ ახალგაზრდობას რო გაიგონ ვინ არიან მისაბაძები. ხოდა ჟურნალისტებო წერეთ ასეთ ქართველებზე ის კია არა ყურები რო წაიღეთ ვიღაც აფგან მუხთარლით.გენაცვალე გორგოძილ ქართულ გულში!!!მოკითხვა კახეთიდან ბიჯოოოო...
G.l.
03 აგვისტო 2019 17:07
3
მამუკა, ა?! იქნებ? გასაგებია, დასახელებული გაფართოებული შემადგენლობა, გუნდიც შეკრულია, მაგრამ... მარტო იმიტომ ღირს, რომ მოწინააღმდეგები შენი შიშით ჩა...სავენ. ისე კი ყველა ვარიანტში გენაცვალე და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ერისთვის გაგიკეთებია. წარმატებებს გისურვებ
Alexandre
03 აგვისტო 2019 20:52
1
ნებისმიერ შემთხვევაშიგუნდთან ერთადუნდა იყოს იაპონიაშიც, თუნდაც სათადარიგო სკამზე იჯდეს. სულ სხვა ქარიზმა აქვს და ბიჭებსაც დაქოქავს, არ მისცემს მოდუნების საშუალებას.
emigranti
03 აგვისტო 2019 14:43
0
კაცი!
ვანო
03 აგვისტო 2019 16:17
2
წააკითხეთ მამუკას. მლიქვნელობის გარეშე ვთვლი რომ ერთერთი წარმატებული სპორტსმენი ხარ დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში ეხლა რაც შეეხებაშენი გადაწყვეტილების რბილად რომ ვთქვათ შეცდომას ის არგუმენტები რა არგუმენტებითაც ამართლებ შენ გადაწყვეტილებას მაშინ იქნებოდა მისაღები რომ ჩვენი ნაკრები რეგულარულად ხვდებოდეს ათეულის ქვეყნებს მონაწილეობდეს ბევრ ტესტ მატჩებში სხვადასხვა დონეზე გამართული ფედერაციით ხოლო ეხლა რომ იტყვიან როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ხელს გვიშლიან ნებსით თუ უნებლიეთი ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ რომ ნაკრებმა და ქვეყანამ ღირსეულად წარმოაჩინოს თავი რის გაკეთებაშიც შეგიძლია შეიტანო შენი წვლილი ახალგაზრდები ბევრჯერ წამოვა ხოლო ეხლა როცა მამუკა გორგოძე მისაბაძია ბევრი მორაგბისათვის დარწმუნებული ვარ შენს გვერდით დგომის დროს ათჯერ მეტად დაიხარჯებიან ვიდრე შენს გარეშე ამიტომ აუცილებლად უნდა დაუბრუნდე ნაკრებს სადააქ ქვეყანას იმის ფუფუნება მამუკა გორგოძის ნაირი პროფესიონალი გამოაკლდეს უმთავრეს ბრძოლას ეს იგივეა დავით აღმაშენებელს ყველა ბრძოლაში ახლდე და დიდგორზე სახლში დარჩენილიყო.
კახა
05 აგვისტო 2019 07:21
0
ეს კაცი ვიღას ახსოვს. ჩემს თვალში ჩამოწერილია.
ozeki
04 აგვისტო 2019 00:41
19
შენ მაგარი დაქნეული ხარ რომ მასე ფიქრობ ან აზრზე არ ხარ წადი ბეილივით გოლფი ითამაშე იმედი მაქვს ფეხბურთზეც არ ამოიღებ ხმას. :) ვინაა ჩამოწერილი შენ ვინ ხარ ეგ მაინტერესებს რომ ასე ლაპარაკობ გორგოძეზე
gui
04 აგვისტო 2019 02:41
4
ვაი შენს პატრონს
Irakliy
04 აგვისტო 2019 22:00
3
გმირია თორნიკე(იოანე) ერისთავი. წავიდა მაშინ როცა ქვეყანას, სახელმწიფოს ღირსეული მთავარსარდალი გამოუჩნდა მის შემცვლელად. ბოლომდე ერთგული დარჩე თავგაწირვის(გმირობის) ტოლფასია. გმირია ლევან ცაბაძე(ლეონსიო), რომელიც რამის მოედნიდან გაასვენეს. გულივერა იგივე გორგოძილა იგივე მამუკა გმირი არ რის,როგორიც ზოგიერთს(გუი თუ .უი, ირაკლი, გ.ი. სოსო) სურს რომ გამოიყვანოს.
ozeki
07 აგვისტო 2019 09:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული