World Rugby-მ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: georgianjournal.ge

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საქართველოსა და საქართველოში რაგბის განვითარების შესახებ სპეციალური ფილმი გადაიღო და რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

ფილმში მოცემულია ძირითადი ეპიზოდები ქართული რაგბის ისტორიიდან. ასევე ნაჩვენებია ქართული ლელო-ბურთის გათამაშება გურიის რეგიონში და ინტერვიუები ქართველ მორაგბეებთან.

მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტესტ-მატჩები ელის. "ბორჯღალოსნები" ორ შეხვედრას ჩაატარებს საქართველოში.

საქართველოს რაგბის გუნდი 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება, შემდეგ კი, 31 აგვისტოს, შოტლანდიის ნაკრებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო შეხვედრას ქართველი მორაგბეები ისევ შოტლანდიელებთან გამართავენ, ოღონდ
ამჯერად - შოტლანდიაში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ღრმად პატ.გოჩა სვანიძე,ქუთაისის "აიას"დიდების ჟამის ფოტოების ფონზე,მხოლოდ თბილისის ლოკომტივზე რატომ არის საუბარი? ქუთაისი"აია"ამხელა ტიტულის მქონე გუნდი-საბჭოთა კავშირის 1987,1988,1999 წლების ჩემპიონის და თასის მფლობელის ამ ფილმში არ ხსენება რბილლად რომ ვთქვათ არასწორია! გასაგებია,რომ ყველა დიდი რანგის სტუმარი თბილისში ჩამოდის და უფრო მოსახერხებელია მათთვის ადგილობრივი სარაგბო გუნდის გაცნობა,მაგრამ რა დიდი გზა არის ქუთაისამდე,რომ აიას ხსენება არასდროს არ გსურთ???
"მელამ სორო გამოთხარა და ტურა დაეპატრონაო"
სარაგბო გუნდის თბილისის ლოკომოტივის მრწვთნელი თემურ ბენდიაშვილი ადრე ერთერთ ინტერვიუს დროს ამტკიცებდა,რომ თითქოს აიას დიდი წარმატებები იყო მხოლოდ თბილისიდან ქუთაისში ჩასული მორაგბების დამსახურება-რაც სრული აბსურდია!!! ყველას მინდა შევახსენო,რომ აიას დიდების წლებში მის ძირითად სიძლიერეს ადგილობრივი მარაგბეები წარმოადგენდნენ.თბილისიდან კი მხოლოდ ოთხი თუ ხუთი მორაგბე ირიცხებოდა გუნდში:-ოლეგ ლიპარტელიანი,მიხეილ ხარშილაძე,საშა ნაჭყებია,ალიკა გრიგალავა და ავთო გიორგაძე.ქუთაისის აიას წარმატებებში წვლილი არ შეუტანიათ და არაფერი გაუკეთებიათო ამის თქმა უნამუსობა იქნება.
კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო,რომ იმ დროს ქუთაიას აიას ძირითად სიძლირეს წარმოადგენდნენ ადგილობრივი მორაგბეები:ნუგზარ და ემზარ ძაგნიძეები,ბესარიონ ლილუაშვილი,თენგიზ ტურძელაძე,თამაზი ფხაკაძე,გელა ფირცხალავა,ბადრი შვანგირაძე,თამაზ ოდიშარია,ბართლომე ხამაშურიძე,ნუგზარ ნემსიწვერიძე,მამუკა ლოსაბერიძე,ავთანდილ დეისაძე,თამაზ გიორგობიანი,პაატა ძოწენიძე(რამოდენიმე მორაგბის სახელი აღარ მახსობვს) ქუთიაისის აიაში ზემოთხსენებულ ჩამოსულ თბილისელ მორაგბეებს უწინ თბილისის ლოკომოტივშიც უთამაშიათ,თემურ ბენდიაშვილის მთავარი მრწთვნელობის პერიოდში, მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები არასდროს გამხდარან! რაც ადასტურრებს ჩემს მოსაზრებას,რომ ქუთაისის აიას დიდ წარმატებების შემოქმედნი იყვნენ პირველ რიგში ადგილობრივი მორაგბეები!!!

გიოშა
23 აგვისტო 2019 13:33
0
1989 და არა 1999 წლის...
გიოშა
23 აგვისტო 2019 14:55
0
თარგმანიც რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა
givi
13 აგვისტო 2019 10:17
0
გენაცვალეთ!!!! იმიტო გბურგძლავს ძმა რომ ნაღდი ქართველი ხარ შემოგევლე!!! მეც მასე ვარ ძმაო და სულ ასე ვიქნები !!!!
ვეფხო
13 აგვისტო 2019 07:38
0
სულ გამარჯვებით გევლოთ ლომებო! მშვენიერი ფილმია...რატომაა რომ როცა ჩვენი რაგბის შესახებ ვკითხულობ მბურძგლავს ხოლმე?!(ცხონებული ბურძგლა მომაგონდა:)
emigranti
13 აგვისტო 2019 01:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული