"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
გენაცვალეთ ბიჭებო.აი სულიერი სიმტკიცე და სიძლიერე აი ქართული გენი.წაგებული თამაში შემოატრიალეს ამ ჯიგრებმა.საბურთალოს ფეხბურთელებო უყურეთ ამ თამაშს და ბევრს ისწავლით.პირველ რიგში სამშობლოსთვის ბრძოლას სიყვარულს და ერთმანეთის გვერდით დგომას.
დდდ
27 აგვისტო 2019 21:28
3
100 % -იანი ხარ ძმა !!!
ჭუმიკა
28 აგვისტო 2019 06:44
0
ყოფილი ფეხბურთელი ვარ,მაგრამ ისეთი გულდაწყვეტილი ვარ ჩვენს ფეხბურთელებზე, რომ ა ხალხი თქვენ ჯიგარს ვენაცვალე თქვენ,რომ გიყურებთ მჯერა,რომ ჩვენს ქვეყანას ეშველება,თქვენ გაგახარად ღმერთმა.
გოჩა
27 აგვისტო 2019 23:53
2
გილოცავთ ყველას.გუნდი აბსოლუტურად შეცვლილია.შემდეგი ორი თამაში ამის დასტური იქნება. მილტონმა შეძლო და შექმნა თვისობრივად ახალი გუნდი.
გია
27 აგვისტო 2019 22:43
1
შემოევლოთ ბიჭებს ჩვენი თავი მარა, ამ გუნდით მივდივართ მსოფლიოზე ამბიციებით??))
27 აგვისტო 2019 21:26
19
არც მთლად ეგრეა საქმე. ეს არის მოსამზადებელი თამაში. ექცპერიმენტები ტარდება შემადგენლობია და სათამაშო სქემების მხრივაც. ამიტომ ძალიან მკაცრად ნუ განვსჯით.
Irakliy
27 აგვისტო 2019 22:37
0
ჯერ ერთი ამხანაგურია და ყველაფრის ჩვენება არც შეიძლება მსოფლიოს წინ. მეორე მაინც ბოლიმდე იბრძეს იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლიათ!!! ბრძოლაში ბედნიერები
ბოკინიო
27 აგვისტო 2019 22:19
0
ყველა გამოხმაურება
შემდეგი თამაშები აჩვენებს რეალურთან მიახლოვებული მდგომარეობას. მთავარია ტრავმების გარეშე იაპონიამდე
ზაზა
27 აგვისტო 2019 22:41
0
კარგი იყო თილუმცა შოტლანდიასთან მეტად უნდა მოვინდომოთ
912
27 აგვისტო 2019 21:18
0
მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის!
მატჩის ორგანიზება ცოტა უკეთესი არ შეიძლება რომ იყოს, მაგალითად ორკესტრს მიკროფონები სჭირდებოდა, ხმა არ ისმოდა, და ეს ტაბლო ალაგ-ალაგ ჩამქვრალი ნათურებით არ ტეხავს?! სკამების სისუფთავეზე აღარ ვლაპარაკობ...
zviads
28 აგვისტო 2019 00:27
0
ეს იყო მართლაც ბრძოლა
ლაშა
27 აგვისტო 2019 21:25
0
სანამ ვინმე რამეს დაწერს კარგად გაიაზროს რას წერს. რა თამაში გვქონდა, რა გეგმები გვაქ, რა სტრატეგია და მოლოდინები იყო ამ თამაშისგან. კლუბსა და ნაკრებს შორის ტოლობის ნიშნებააც შევეშვათ. პირველი თამაშის პირობებზე კარგი თამაში იყო. მოვიგეთ იმიტომ რომ კინგზი ფიზიკაში დავჩAგრეთ. ანუ ფიზიკური მომზადების გამო მოვიგეთ. სქოთებთან ნამდვილი სანაკრებო რაგბი იქნება. საკლუბო და სანაკრებო რაგბი ორი სხვადასხვა რამეა. მადლობა კინგზს ძალიან კარგი გაკვეთილისთვის. მე უფრო ბიჭების ჯამმრთელობის ამბები მადარდებს. ბუკა უფრო მსუბუქად იყო. იმედია ცუცქირიძე ჯანმრთელად იქნება მსოფლიოზე.
anz
27 აგვისტო 2019 22:21
4
რა მოგივიდათ თქვე კაი ხალხო, კაცურად მილოცვაც არ შეგიძლიათ? მაქსიმალისტები ვინცა ხართ , მიდით ქართულ ფეხბურთს მიხედეთ რა დღეშია. გაუმარჯოს ჩვენ რეგბისტებს, ლომები ხართ!!!
ჭუმიკა
28 აგვისტო 2019 06:37
2
მისალოცი არაფერი გვაქვს-დიდი პრეტენზიის მქონე ქვეყნის სარაგბო ნაკრებს,რომ გაუჭირდება ასეთ გუნდთან მოგება!!!
....
28 აგვისტო 2019 12:02
5

სიახლეები პოპულარული