მილტონ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით, 50%-ით უკეთ ვართ მზად

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 სძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თამაში "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შეაჯამა:

"ცუცქირიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჯერ ზუსტად არ ვიცით, დაწვრილებითი ინფორმაცია 2-3 საათის შემდეგ გვეცოდინება.

მერაბ შარიქაძე კარგადაა, დადის, მოძრაობს და მას სკანირება ხვალ ჩაუტარდება. ამ ეტაპზე გარისკვა არ გვინდა და ვნახოთ, რა იქნება.

წინა მსოფლიოსთვის მომზადების დონეს რომ შევადაროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50%-ით უკეთ ვართ მზად, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

ამ შეხვედრაში 15
ქულით ვაგებდით. თავიდან გაგვიძალიანდნენ, კუნთები გვიჩვენეს. თუმცა სწორედ ამ მომზადების წყალობით ბოლოს შევძელით გამარჯვება და პირველი თამაშის კვალობაზე, კმაყოფილი ვარ. არ ვამბობ, რომ კარგი მატჩი იყო, თუმცა ეს პირველი შეხვედრა გახლდათ. კარგად ნამდვილად არ გვითამაშია.

შემდეგ თამაშში ვეცდებით ვაჩვენოთ ის რაგბი, რისთვისაც ვემზადებით. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. ყველამ ვიცით, რამდენად კარგი გუნდია შოტლანდია. ხვალინდელ დღეს მეტოქის შესწავლას დავუთმობთ და განვაგრძობთ მათ წინააღმდეგ მზადებას.

ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი 3 დერეფნის წაგება იყო. აგრეთვე, პირველ ტაიმში ფიზიკურად გვაჯობეს და შემდეგი თამაშისთვის ეს უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, მაღალ ბურთებზე პირველ ტაიმში ვერ გამოვიყურებოდით კარგად და დაწვრილებით უკვე ხვალ განვიხილავთ ყველაფერს.

იმისთვის ვივარჯიშეთ, რომ შოტლანდიის მაღალი ტემპისთვის გაგვეძლო. ჩვენი მონაცემები ციფრებში რომ ნახოთ, ის მაჩვენებელია, რაც ტოპ-დონის გუნდებს აქვთ და თუ შოტლანდია ტემპს მოუმატებს, ჩვენც იმავეს ვიზამთ, ამისთვის მზად ვართ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზურა მინდა მჯეროდეს ფიჯი ს რომ მოვუგებთ მაგრამ ამდენ ბურთს თუ ჩავაბარებთ მოწინააღმდეგეს თუნდაც დაცვის აუტი ხომ კატასროფული იყო საერთოდ არც უცდიათ ხელი ს შეშლა და ჩვენ აუტებსაც ვეღარ ვიგებდით ეგრე თანამედროვე რაგბში ვინც აკონტროლებს ბურთს ის იგებს თამაშს რაც დაემართა თუნდაც ახალ ზელანდიას ავსტრალიასთან! იმედია შოტლანდიასთან უკეთეს თამაშს ითამაშებენ თორე მსოფლიომდე 2 კვირა ღაა დარჩენილი :|
გიორგი
02:22 29-08-2019
0
ემოციების გარეშე თუ შევხედავთ თამაშს სუფთა რაგბის კუთხით იმ დონის თამაში არ იყო მსოფლიოზე ფიჯი ან თუნდაც ურუგვაი რომ დავამარცხოთ იმედი მაქვს პირველი თამაშის ეფექტი იყო და მომოვალ თამაშზე ბევრად გამართულ და დალაგებულ თამაშს ვიხილავთ როგორც აუტში სადაც კატასროფული იყო იმდენი ბურთი ს დავკარგეთ

წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო მომოვალ მეტოქესთან
Pozitivi
02:08 29-08-2019
0

სიახლეები პოპულარული