2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

მათივე ცნობით, ახალი საკოლექციო მონეტა დღეს საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და წარმატება უსურვა მათ. მან საკოლექციო მონეტით დაასაჩუქრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოში აღიარებული მორაგბე, ქართული რაგბის ლეგენდა - მამუკა გორგოძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

"ჩვენმა მორაგბეებმა წარმატებებით გაგვანებივრეს. დღეს რაგბის არაერთი გულანთებული გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოფენა ასახავს ქართული რაგბის გზას ლელოდან მსოფლიო ჩემპიონატამდე. ხალხური რაგბიდან, რომელსაც დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა დღესასწაულზე ოდითგანვე თამაშობდნენ, მაღალი რანგის თამაშამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ 20 ქვეყნის საუკეთესო გუნდს ხვდა წილად.

ცოდნა, ძალა, გუნდურობა - ეს რაგბის თამაშის მთავარი ქვაკუთხედია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა რაგბის ეროვნული ნაკრების მიმართ და წარმატება ვუსურვო ჩვენს საამაყო "ბორჯღალოსნებს"! დღეიდან მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია! საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას, ეხმიანება ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ამჯერად რაგბის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტებს წარმოგიდგენთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული მონეტების დიზაინის თვალსაზრისით. მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი - საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო; რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე, "2019" და "5 ლარი".

რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის - ლელობურთის საწყისი მომენტი - ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები "ლელო", "LELO", "Georgia", "საქართველო".

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 29 აგვისტოდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით.

interpressnews.ge

გია
საიუბილეო მონეტის გამოშვება კარგია, მაგრამ თავის საქმე აკეთონ და ლარის კურს მიხედონ სჯობია, თორემ დაიწყო კუპონიზაცია!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
"ის უბრალოდ ამას ცდილობდა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს ჟოაო პედროსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა