შოტლანდიელი მორაგბე: საქართველოსთან თამაშში თავს არ დავზოგავთ

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრების 10-მა ნომერმა ფინ რასელმა საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ BBC-სთან კომენტარი გააკეთა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"საქართველოსთან მატჩის დროს შოტლანდიის ნაკრების მოთამაშეებს არ გვანაღვლებს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტრავმის მიღება. მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ჩემი მსგავსი განწყობა აქვს ძალიან ბევრს.

შეუძლებელია თამაშში მონაწილეობა მიიღო და თან ფიქრობდე - "ამ ბიჭს თუ შევბოჭავ, რამე ხომ არ დამემართება?" ამ შემთხვევაში თავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებ, რადგან ეცდები, ფრთხილი იყო და კონტაქტებს თავი ა
არიდო.

ეს სპორტი კი კონტაქტების გარეშე არ არსებობს. შეიძლება ტრავმაც მიიღო. ასე ხდება და ამას ვერ შევცვლით."

"რასინგ მეტროში" მოთამაშე რასელმა, რომელსაც ქართველი თანაგუნდელები ჰყავს, კარგად იცის, თუ რა ელოდება შოტლანდიას საქართველოში, რადგან შარშან საკუთარ კლუბთან ერთად ამ ქვეყანაში 2 კვირა გაატარა. მორაგბე მაღალი ხარისხით მოთამაშე გუნდთან დაპირისპირებას ელოდება.

"ჩვენ საუკეთესო შეხვედრა უნდა ვაჩვენოთ, თუ გვსურს, საქართველოდან გამარჯვებულები გამოვფრინდეთ. ისინი ძალიან ძლიერები არიან და ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან.

მეც შევხედავ მათ თამაშს და ვნახავ, როგორ შეიძლება მათი შეტევაში განეიტრალება. ფიზიკური მხარე ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, რაზეც მთელი კვირის განმავლობაში ვამახვილებდით ყურადღებას",- განაცხადა 26 წლის მორაგბემ.

საქართველოსთან შეხვედრამდე შოტლანდიამ საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა - 17:14. "ბორჯღალოსნებსა" და შოტლანდიელებს შორის მატჩი 31 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. მაყურებელს ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეუძლია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა დონის გუნდიცაა, მტკიცება არ სჭირდება. შანსი არც აქამდე გვქონდა და არც ეხლა გვაქვს. სწორება მსოფლიოსკენ გვაქვს და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ტესტ მატჩები. მთავარი ის არის, რომ უკვე ამ დონის გუნდი ჩემპიონატის წინ თბილისში ჩამოვიდა სათამაშოდ. ეს მართლა დიდი საქმეა. იმედია, სხვებიც მიბაძავენ
: )))))))
29 აგვისტო 2019 14:03
5
მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე შეიძლება მძიმე გამარჯვების მოპოვება. თავის დროზე სამოას დამარცხებაც წარმოუდგენელი ჩანდა მაგრამ დავამარცხეთ.
David
29 აგვისტო 2019 16:18
2
ფეხბურთის ნაკრები ხომ არ გგონიათ რაგბისტები, რა შანსი არ გვაქვს? დავარბევთ პიქტებს. გადავთელავთ.
ika
29 აგვისტო 2019 17:11
4
ვაჩვენოთ მსოფლიოს,რომ პირველი დონის ნაკრებ გუნდებთან უკეთ შეგვიძლია თამაში, ვიდრე იტალიასთან მატჩში ვითამაშეთ!
....
30 აგვისტო 2019 07:37
0
რაგბისგან განსხვავებით, ამათთვის ფეხბურთში მოგვიგია ;) თანაც ორჯერ ;)
QT
30 აგვისტო 2019 10:32
0
სამწუხაროდ ცუცქირიძის და შარიქაძის დამტვრევის მერე შანსი არ გვაქვს. ისე, ამათი ორპირი შუბა რო დავხიე, თან მეორე დონის გუნდად გვთვლიან და თან შოტლანდიასთან 3.5 გვაქვს, როდესაც პირველი დონის იტალიას საფრანგეთთან 9
gagi
29 აგვისტო 2019 12:33
9
გაგვარკვიე თამაში 19:00-ზე იწყება თუ 20:00-ზე?
sormona
29 აგვისტო 2019 12:10
5

სიახლეები პოპულარული