შოტლანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა - "დინამოზე" ანშლაგს ველით!

AutoSharing Option
შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოფრინდა.

ეს თბილისში 6 ერის ნაკრების ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა.

საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი "დინამო არენაზე" 31 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნების" "საუზერნ კინგსთან" შეხვედრას (24:20) მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი დაესწრო და იმედია, ამჯერად ანშლაგი იქნება.

გავავსოთ სტადიონი და ამაღლებული განწყობით გავაცილოთ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე.

საქმით და არამარტო სიტყვით დავუდგეთ საქართველოს ნაკრებს გვერდში!



მკითხველის კომენტარები / 18 /
ტყუილად ნუ შევქმნით მოლოდინს რეალურად არ ვართ შოტლანდიის დონეზე დალაგებული თამაშიც საკმარისი იქნება იმისთვის რომ ისევ გვჯეროდეს მსოფლიოზე წარმატებული გამოსვლის! მეორე შემადგენლობით ფრანგები დაამარცხეს. შოტლანდია არის ძალიან მაღალი დონის გუნდი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ არა მსაჯის შეცდომა ნახევარ ფინალში გადიოდნენ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ჯაბა
04:18 30-08-2019
0
კინგს ბოლო 10 შეხვედრიდან 9 წაგებული და 1 ფრე.უმეტესობა ინგლისურ და შოტლანდიურ კლუბებთან.მონსტერთან 49-0,სარანსესთანაც დიდი ანგარიშით.ასეთ ფარჩაკ გუნდთან რომ ძლივს მოიგებ ასეთი თამაშით გავნადგურდებით.
ასეა ეს
16:38 29-08-2019
17

სიახლეები პოპულარული