"რაგბი 15": მამუკა გორგოძე ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიო თასზე ითამაშებს!

AutoSharing Option
რაგბის ქართული საიტი "რაგბი 15/Rugby XV" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიო თასზე ითამაშებს.

Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ ტექსტს.

"მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე ითამაშებს!

"ჩვენს ხელთ არსებული, რამდენიმე წყაროსგან დადასტურებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.

გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.

ამ მომენტისთვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, "ტულონის" ხელმძღვანელობას შორის.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ უკანასკნელი მატჩი 2017 წელს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა
და სანაკრებო კარიერა დაასრულა."

მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატი 2 დადებული ლელოთი დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პირველ შეხვედრაში "საუზერნ კინგსი" დაამარცხა 24:20.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მაგარია ძაალიან, ახალგაზრდებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას და ამავდროულად, დაეხმარება ჩვენს ნაკრებს , კიდევ ერთხელ გაგვახარებს მადლობა ჩვენო ლეგენდავ
va-le
30 აგვისტო 2019 13:25
0
ზირაქაც დაბრუნდეს ბარემ და ვანახოთ ჩვენი ძალა რაგბის მამებს
bavaria
30 აგვისტო 2019 14:12
0
თუ თავად გამოთქვა სურვილი, ე.ი. ყოველმხრივ მზად ყოფილა, სხვაგვარად არ დათანხმდებოდა... ქართველებს (და არა მხოლოდ) თუ ლეგენდის ხილვა კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გვსურს, ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქომდეს, თუ არა ისევ და ისევ თავად ლეგენდას?!...
მ. ტ.
30 აგვისტო 2019 15:32
0
ვაშაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ბ.მ.ბ.
30 აგვისტო 2019 13:29
0
ატვიჩაი ვარ და დაბრუნდება)))
30 აგვისტო 2019 16:37
0
შეუთამაშებელია გუნდთან!!! ახლა გაგახსენდათ მისი დაბრუნება!!!
ლევანი
30 აგვისტო 2019 14:17
17
ნეტავი მართალი ყოფილიყო,მაგრამ ახლა უკვე გვიანია.
სოსო
30 აგვისტო 2019 13:54
13
მადლობა კაპიტანო
ოღონდაცა რაააააააა??????
31 აგვისტო 2019 01:51
0
მამუკა ქვეყანას სჭირდები ჯიგარო............
koba
30 აგვისტო 2019 23:29
0
ნაკრები არ ადასტურებს ამ ფაქტს - იხ. https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/133008-milton-heigma-mamuka-gorgodzis-nakrebshi-dabrunebasthan-dakavshirebith-isaubra.html
დათო
30 აგვისტო 2019 16:05
3
არ მოგეწონათ კომენტარი? ტყუილი დავწერე? თუ სინამდვილე მოწონება/არმოწონებაზეა? აგერ წაიკითხეთ და ნახავთ.
დათო
30 აგვისტო 2019 16:58
1
აგერ ნახავ თუ არ დაბრუნდება
30 აგვისტო 2019 18:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული