შოტლანდიელთა კაპიტანი: კარგი ამინდია, კარგი სტადიონი, მოუთმენლად ველით სავსე სტადიონზე თამაშს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბორჯღალოსნებთან ხვალინელი მატჩის წინ შოტლანდიის ნაკრებმა "დინამო არენაზე" კაპიტნის ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა და გუნდისთავმა სტიუარტ მაკინალმა კომენტარი გააკეთა:

"კარგი დღე იყო, კარგი ამინდი, დროის ამ მონაკვეთისთვის კარგი ტეპერატურაა. ვფიქრობ, ამას (ტემპერატურას) ხვალინდელ შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა ექნება. ძალიან კარგ სტადიონზე ვართ, ხვალ სავსე იქნება და მოუთმენლად ველოდებით სავსე ტრიბუნების წინ გასვლასა და კარგ თამაშს.

საქართველო ტექნიკური გუნდია, განსაკუთრებით უკანა ხაზში ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. ასევე, მათ რიგებში არიან ფიზიკურად ძლიერი მორბენალები, რომლებსაც ნებისმიერი სახის პრობლემის შექმნა შეუძლიათ
ჩვენთვის. რაც შეეხება წინა ხაზს, ყველამ იცის, რომ მათ ტრადიციულად ძალიან ძლიერი ფორვარდები ჰყავთ, ძალიან კარგი შერკინება, მოლში მშვენივრად თამაშობენ.

უკანასკნელი კვირის განმავლობაში დიდი დრო გავატარეთ მათი თამაშის განხილვაში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქართველებს და ხვალ მოგებისათვის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ორი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ, ვცდილობთ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. გვინდა, კარგი თამაში ვაჩვენოთ და დავანახოთ ყველას, რას წარმოვადგენთ. ვნახოთ, რა გამოგვივა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩიხურა !
აბერდინი
31 აგვისტო 2019 14:41
1
ეს არის ჭეშმარიტება-ყველასთვის გასახარი ამბავია,რომ მამუკა გორგოძე ნაკრებში დაგვიბრუნდა,მაგრამ ასე მისი დაბრუნება ცოტა უცნაურია.სახელმწიფოს მმართველი პარტიის-ქართული ოცნების წევრის პრემიერის თხოვნას უნდა ითვალისწინებდეს და პირველ მის დაძახებაზე უნდა ბრუნდებოდეს ნაკრებში??? ხალხი წლებია სთხოვს მას დაბრუნებას და...! მამუკა გორგოძე ქართული ოცნების წევრი არ არის,იგი მთლიანი საქართველოს მიერ პატივსაცემი და დაფასებული ადამიანია! გმადლობ მამუკა ნაკრებში დაბრუნებისთვის! ამას როტომ ბლოკავთ???
....
31 აგვისტო 2019 10:44
7
მამუკა გორგოძე პოლიტიკის გარეშე!!!

:) კი მაგრამ დიზლაიკებს რატომ წერთ-ერთი ეს გამაგებინა და მეტი არაფერი არ მინდა.დაუკვირდი რას ვწერ და გაიაზრე.ამ მთავრობას და მის პრემიერს მე არ ვცნობ,როგორც ნახევარი საქართველო!!! რატომ არ ვცნობთ ეს სხვა საკითხია...მამუკა გორგოძე კი მთლიანი ქვეყნის მიერ პატივსაცემი და დაფასებული ადამიანია.პრემიერის თხოვნის შესრულებით კი-ძალაუნებურად პოლიტიკაში გაერია!!!
....
31 აგვისტო 2019 11:37
3
თქვენ მგონი სულ მოგიცურდათ ხალხო ხო? თუ სიყვარულია წელიწადში 20 საც შეაგროვებ და 30 საც 70 ათასი კაცი საქარტველოში. თუ არადა მაშინ ჩაკეტეთ რა ეს ლაპარაკი ექვსი ერი არა ის უფასოდ არ გინდათ. მაგრად დააკლდა ამ ხალხს ტვინში გ. ფეხბურთზე არ ივსება ჰა? თქვენი ფარისეველი ვითომ პატრიოტი ყველაპერში კალთები დავხიე. რამდენ უაზრო იდიოტობებში გადაგიყრიათ 50 ლარიც აბა ყველამ ჩაიხედოს თავის გულში. ან არ ვიცოდით ეს თამაში რო იქნებოდა. გადაგვედო თვეში 3 ლარი. ჰაა ნიჭერებო ? ბარემ ეგ თქვათ რო აღარვარგივართ ერი აღარაპერშიიიი რას მიზეზობთ,
ვალკა
31 აგვისტო 2019 08:06
1
სიღორისგან არ მგონია ამას აკეთებდნენ... ჩვენი გვერდში დგომა ჭირდებათ ეხლა, 6 ერისთვის ესეც სათქმელია რო ამ ფასიანი ბილეთები ტესტებზე იყიდება ყველა და 6 ერზე სახეს გავიძრობთო... ყოველ კვირას ხო არ ეთამაშები შოტლანდიას, 25 ლარიანებიც კი უნდა გაივსოს... გადამყიდველებისგან ორმაგი და სამმაგად ყიდულობდა ხალხი 10 ლარიანებს და 25 ლარი როცა სხვა არაა დარჩენილი, არ უნდა დარჩეს წესით
რა მაფიაა?
31 აგვისტო 2019 03:26
1
მთელი სექტორებია ცარიელი ამ რაგბის კავშირმა ვერ გაიგო რომ 5-10 ლარზე ძვირიანი ბილეთი საქართველოში არ იყიდება იგივე სისულელეს აკეთებთ რაც სამოასთან თმაშისას როცა ბილეთი 25 ლარი ღირდა და 2000 კაციანი ავჭალის სტადიონი ნახევრადაც არ გაივსო.
912
30 აგვისტო 2019 23:25
6
სურვილები ერთია რეალობა მეორე ფასი ისე უნდა დააწესო პროდუქტზე რომ ბაზრის მოთხოვნებს და შესაძლებლობებს პასუხობდეს. ასეთ მნიშვნელოვან მატჩს შესაბამისი რეკლამა და გაშუქებაც უნდა ქონოდა ფეხბურთის ყველა უმნიშვნელო თამაშიც კი ბილბორდებზეა რაგბის თამაშის რეკლამა არსად მინახავს როგორც წვრთნაში და დისციპლინაში ხართ პროფესიონალები ისე უნდა იყოთ პიარში რაც ამ ეტაპზე ნაღდად არ გამოგდით.
912
31 აგვისტო 2019 13:42
0
თუ ამ ფასში არ შეგვიძლია სტადიონზე მისვლა, მაშინ ტყუილად ნუ ვსაუბრობთ ექვს ერში შესვლაზე!!! ეს თამაში არის ინდიკატორი; ვართ თუ არა როგორც ფინანსურად, ისე მენტალურად გულშემატკივარი მზად ექვსი ერისთვის?! მაგრამ ვაი რომ არა! ასე რომ ტყუილად ნუ ვიბრაგუნებთ გულზე ხელებს!
ბექა
31 აგვისტო 2019 11:54
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული