ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნებმა" 31 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" გასამართი ისტორიული მატჩის წინ ქვეყნის ცენტრალურ არენაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მთავარმა მწვრთნელმა თავდაპირველად მომავალი შეხვედრის და სტადიონის გავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება, ტიერ1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვეთამაშოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ამ თამაშის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენთვის დამხმარე ფაქტორია და მას გვერდზე არ გადავდებთ, ეს კიდევ უფრო გვაძლიერებს.

ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, საქართველოში ასეთ მატჩებზე სტადიონი პირთამდე ივსება. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ ხვალ საღამოს მოვიდნენ სტადიონზე და მთელ მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში".

ჰეიგს გავრცელებული ამბის შესახებაც ჰკითხეს, რომლის თანახმად, ტრავმირებული გიორგი ცუცქირიძის ნაცვლად, ნაკრებს შესაძლოა მამუკა გორგოძე დაუბრუნდეს:

"მამუკას ნაკრებში დაბრუნების ამბავს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ. ამის შესახებ მამუკასთან არაერთხელ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, ცუცქირიძის ტრავმის შემდეგაც გვქონდა საუბარი, თუმცა ეს სელექციის საკითხია და როდესაც ჩავატარებთ შოტლანდიასთან მატჩს, მწვრთნელები ამის შემდეგ ვისაუბრებთ აღნიშნულ საკითხზე", - თქვა ჰეიგმა და შარიქაძის ტრავმასთან დაკავშირებით განაცხადა:

"შარიქაძე სამკვირიან სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, რის გამოც შოტლანდიასთან ორივე მატჩს გამოტოვებს. ვიმედოვნებთ, რომ რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის და ის მსოფლიო თასზე ჩვენთან ერთად იქნება. არაა გამორიცხული, რომ მერაბი იაპონიაში პირველ ორ თამაშშიც დაგვაკლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვიერთდეს".

რაც შეეხება მსოფლიო თასის მოლოდინებს, მთავარი მწვრთნელი ამბობს:

"უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასზე სრულად გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი და გავაუმჯობესოთ ის შედეგი, რაც წინა მსოფლიო თასზე ვაჩვენეთ. საუბარი არაა მხოლოდ შედეგზე, უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, რომ ახლავე გავიაროთ კვალიფიკაცია და დავიბევოთ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური, რომელიც საფრანგეთში გაიმართება.

ყველანი, ვინც ჩართულნი ვართ გუნდის მზადების პროცესში - მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯმენტი, გამუდმებით ამაზე ვსაუბრობთ, რომ საჭიროა განსაკუთრებული მომზადება და ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს სწორედ ასე იყო. და თუ იაპონიაში მივაღწევთ იმას, რისთვისაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არ მიუღწევია, ყველანი ძალიან ბედნიერი ვიქნებით".

მიხეილ ნარიაშვილი ხვალ გახდება 31-ე მორაგბე, რომელსაც "ბორჯღალოსნებისთვის" უკაპიტნია. მან ამ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ შარიქაძე კუთვნილ ადგილს მალე დაუბრუნდება:

"მილტონის სიტყვებს ვერაფერს დავამატებ, ყველანი ბედნიერები ვართ შოტლანდიასთან საქართველოში თამაშის შესაძლებლობით. მოთამაშეები მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

ჩემთვის რთულია წინა შეხვედრაზე საუბარი, რადგან არ მითამაშია, თუმცა ვფიქრობ, რომ ნორმალური იყო. ეს იყო პირველი მოსამზადებელი მატჩი, რომელმაც დაგვანახა, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი და რას ვაკეთებთ კარგად. გავაანალიზეთ შეცდომები, ვუყურეთ შოტლანდიის თამაშსაც და ვეცდებით, ბევრად უფრო დალაგებული, სწრაფად მოაზროვნე გუნდი ვიყოთ.

ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა ეს ადგილი მერაბს რომ ჰქონდეს დაკავებული. ყველანი დამწუხრებულები ვართ მომხდარით. გუნდისთვის ძალიან რთულია ორი ისეთი მოთამაშის დაკარგვა, როგორებიც შარიქაძე და ცუცქირიძე არიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უკან დარჩენა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. ვიმედოვნებთ, რომ მერაბი მალე შეძლებს დაბრუნებას და ჩვენთან ერთად იქნება მსოფლიო თასზე.

რაც შეეხება კაპიტნობას, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, ვიყო ნატურალური, ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი. არ მინდა, სტატუსის გამო ზედმეტი წნეხი მქონდეს".

გულშემატკივარი
პირველი არხის გარდა სად შეიძლება თამაშის ნახვა? დადეთ რა ლინკი თუ ვინმემ იცით. პირველი არხი, რას ბლოკავთ რეპორტაჟს, სირცხვილი არ გაქვთ?
Meveleeee
Ar ginda kaloche eg peradi satvale rom moixsna da ise gamoixedo? 60 atasi kaci eteva dinamoze da mag merestorne xalxs magari axatia sheni sporti. Ase rom evropam realuri agqmis unari nu dagakargina gaige kaloche?
chven vart givi
რა ყველაფერზე ტირიხარტთქვეჩემისებო შოტლანდია ჩამოდის იმის მაგივრად ზეიმად გადააქციოტ თამაში ზიხართ კომპთან და მოთქვამთ ფულზე,რა ბუხანკის ფული არ გაქვთ ედრანამატ საქართველოში ჩამოსული ვიყავი რესტორნებში რიგსი უნდა დამდგარიყავი მაგიდა რომ დაგეთრია 90%ღიპი აქვს გასკდომაზე იბიომატ რა გატირებტ ბლად
ირაკლი
გორგოძე ჩვენი წამალია. ბილეთის ფული ვისაც აქვს, უმეტესობას სპორტი საერთოდ არ აინტერესებს საუბედუროდ. ყველა ხვდება რაზეა საუბარი.........
მთ
და დიმიტრი გელოვანი
მიზეზ მიზეზ...
5 ლარიანიც არის და თუ გული გულობსო ნათქვამია ;) სულ მიზეზების ძიებაში რომ ვართ ქართველები ამით ბევრს ვკარგავთ სამწუხაროდ :(
anz
5 ლარიც ღირს ბილეთი მეგობარო.
civi
გუჩის ნასკებში მიეცით ოცდათი ლარი და ექვს ერზე პრეტენზიას ნუ იტყვით მერე .
არდილეს
25-20 ლარიანი ბილეთები პრაქტიკულად აღარაა
მერიის მოტრფიალე)))
ხალხს ბუხანკის ფული არა აქვს. რომელ 25-ლარიან ბილეთებზეა საუბარი?
გულშემატკივარი
ასეთი მატჩისთვის საკმაოდ ცოტა ბილეთია ამ დროისთვის გაყიდული, რაც ძალაინ საწყენია მითუმეტეს როცა 6 ერზე გვაქვს პრეტენზია. მაშინ როცა 5-20 ლარიან ბილეთებს არ ყიდულობს ხალხი რომელ ანშლაგებზეა საუბარი 6 ერის თამაშებზე:(
giorgi
ასე ახალი ზელანდია თამაშობს
გლახუნა
შერკინებაში ჩვეული სიმძლავრე, რაქებში აგრესიული და სწრაფი თამაში, უშეცდომო დერეფნები, უკნა ხაზის დაცვაში-ც თავდადებული- კარგი და შეტევაში აგრესია + გარკვეული სტრატეგიული ,,პროგრამა,, ( 1-ლ ტაიმი ა რ ,,ჩავადნით,, ) და კარგი შედეგი დადგება!
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
თამაზ მჭედლიძე პარიზში მორაგბეთა "სასამართლოზე" დაიბარეს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ბორჯღალოსნებს" საფრანგეთში დიმიტრი ბასილაია და კარლენ ასეიშვილი დაემატნენ
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
"ბორჯღალოსნების" განაცხადი ნოემბრის ტესტებისთვის ცნობილია
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს