საქართველოს პრემიერი: მამუკა გორგოძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს:

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია".

მკითხველის კომენტარები / 44 /
??? ამ სახელით ვიღაც თესლავს....და შხამს ანთხევს საქართველოს წინააღმდეგ...
ზზ
31 აგვისტო 2019 02:32
4
მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ვისი თხოვნით მთავარია დაუბრუნდა ნაკრებს ძალიან მაგარი სასიხარულო ინფორმაციაა ვფიქრობ ცუცქირიძის ტრამვის შემდეგ უფრო და უფრო აუცილებელი შეიქმნა მამუკას დაბრუნება და მაგიტომაც დაბრუნდა გაიხარე იხაროს შენმა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ.
კახა
31 აგვისტო 2019 02:04
2
უმჯობესი იქნებოდა ხალხის მოთხოვნით დაბრუნება და არა პოლიტიკოსის - ამით მის მიერ ქულების მიღებით.
....
31 აგვისტო 2019 01:46
25
სულ მკიდია ვინ სთხოვა და როდის სთხოვა, მთავარია მამუკა გორგოძე დაბრუნდააააა, ამ კაცზე ვინ აუგს იტყვის, იმას რა უნდა ელაპარაკო, პასუხის ღირსად არ ვთვლი
ბმბ
31 აგვისტო 2019 01:36
1
ძალიან კარგიიი ...
გლახუნა
31 აგვისტო 2019 01:24
0
და კიდევ საინტერესო ის არის რომ გულშემატკივრების 2 წლიანი ხვეწნა-ღაღადი არ იყო საკმარისი მიზეზი დაბრუნების, პრემიერის გაითვალისწინა მხოლოდ. ან აქამდეც რატომ არ თხოვა პრემიერმაც - არ იცოდა გულშემატკივრები რომ დაბრუნებას ითხოვდნენ თუ ნაკრებიდან რომ იყო წასული ის არ იცოდა. მოკლედ ეს გულშემატკივრების თხოვნით დაბრუნება არ არის (საერთოდ რატომ წავიდა ეგეც ვერ გავიგეთ) და ვინც და როგორც დააბრუნა გასაგებია. სამწუხაროა რომ ასეა.
???
31 აგვისტო 2019 01:01
43
ძალიან კარგი და დიდებული. წელსვე ქართული ფრანჩაიზი (კლუბი) ჩამოგვაყალიბებინეთ და ათამაშეთ თუნდაც პრო14-ში და პირადად ჩემი ხმა დაუყვედრებად გექნებათ არჩევნებში.
г
31 აგვისტო 2019 07:41
3
მეტი საქმე არ გაქვთ შენ და შენნაირებს?!
ჩემთვის მთავარია რომ ეს კაცი დაბრუნდა და არა ის, ვარჩიო თუ ვისი თხოვნით დაბრუნდა
qomagi
31 აგვისტო 2019 01:27
1
- ჭირიმე შენი
Mgeli.
31 აგვისტო 2019 00:56
0
მამუკას დაბრუნებას მივესალმები,
მაგრამ მაგას თუ პრემიერის თხოვნა ჭირდებოდა ნაღდად არ მეგონა!:))) მაგის თხივნას მინისტრები არ ითვალისწიმებენ და რაღა გორგოძემ გაითვალისწინა?!:)))
პაატა
31 აგვისტო 2019 00:52
18
გორგოძილა ნაკრებისთვის უდიდესი ძალა და შეუცვლელია როგორც მისი წასვლის შემდგომ პერიოდმა აჩვენა, მაგრამ ახლა დაბრუნება, როცა გუნდი ხელით თამაშზე და ნაკლებად ძალისმიერ რაგბზე გადავიდა (ნუ ჰეიგი ასე ამბობს) კიდევ უფრო არევს გუნდს. 1 წლის წინ რომ დაბრუნებულიყო, მართლა პოზიტიური იქნებოდა.
???
31 აგვისტო 2019 00:28
35
რა სისულელეს იძახი, გამოდის ტულონში ძალისმიერს რაგბს თამაშობენ არაა?
Geo_Dinamo
31 აგვისტო 2019 00:39
0
იქნებ ბელორუსთან თამაშის წინ შოთიკოს და ქინქლაძესაც,დაელაპარაკო,თავდასხმაში მაგრად გვიჭირს
კახა ქ.
31 აგვისტო 2019 00:26
9
:)))))))))))))))))))))))) საღოოოლ!
TanoLife
31 აგვისტო 2019 02:51
2
სად წახვედი შე კაცო-აგერ არ გვყავს არარატს ვერ გადალუხული მობურთალენი.კი მართალია ფეხბურთის თამაში არ იციან,მაგრამ ლუკაშენკოსთან საქმეს უცბად ჩააწყობენ.
....
31 აგვისტო 2019 02:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული