ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნების 44:10 დამარცხების შემდეგ, კომენტარი შოტლანდიელთა კაპიტანმა სტიუარტ მაკინალმა გააკეთა:
"დიდი პატივი იყო ამ არენაზე თამაში. შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მოლებში, შერკინებასა და აუტში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ეს მოსამზადებელი შეხვედრა იყო და და სავსებით კმაყოფილი ვართ დღევანდელი მატჩით.
საქართველო ძალიან კარგი გუნდია. ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ამ შეხვედრის წინ ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ და შეკითხვაზე, ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად, მგონია, პასუხი გასაგებია".