საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების (10:44) შემდეგ ისაუბრა:
"მიუხედავად ანგარიშისა, უფრო დიდი მოლოდინი გქვონდა ამ თამაშის მიმართ და გვეგონა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ პირველი შეხვედრა და დამღლელი საწვრთნელი პროცესის შემდეგ. შოტლანდიამაც პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო საფრანგეთში, თუმცა 1 კვირის წინ სახლში დაამარცხა ფრანგები.
ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ. თქვენ ფიქრობთ, საქართველომ 10 შერკინებიდან 10-ვე უნდა მოიგოს? გმაადლობთ, თუ ასეთი კარგი წარმოადგენა გაქვთ ჩვენზე, ჩვენც საკუთარი თავიდან
ამას მოველით. თუმცა, მეტოქე უნდა გავითვალისწინოთ, შეუძლებელია ყველა შერკინება მოვიგოთ. შეხვედრებზე სხვადასხვა მსაჯები არიან, განსხვავებულად გვიდგებიან შერკინების მორაგბეებს. დღევანდელ მატჩში, მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი შერკინება ჰქონდა. თამაშის მერე საუბარი დეტალებზე ძალიან ძნელია, თუმცა აშკარად გვქონდა კარგი მომენტები და უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო.
უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ დღეს კაპიტანი მერაბ შარიქაძე ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ გუნდი დღეს მე გავიყვანე მოედანზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, რომლებმაც დამაფასეს, რადგან 6-თვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. მე ვეცადე დადებითი მუხტი შემეტანა ბიჭებთან გასახდელში. სამწუხაროდ, შედეგზე ეს არ აისახა, თუმცა როგორც მილტონმა თქვა, ვეცდებით შოტლანდიაში გასამართი შეხვედრა ჩვენთვის უკეთესი ანგარიშით დასრულდეს."
შოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ